როგორ დავიკლოთ წონა რამდენიმე დღეში

როგორ დავიკლოთ წონა რამდენიმე დღეში

ცნობილი შვეიცარიელი დიეტოლოგი დემოლი გვირჩევს, რომ დიეტა უმჯობესია დავიცვათ ხილით, ბოსტნეულითა და კენკრით მდიდარ სეზონზე.

ამ საოცარ დიეტაში გათვალისწინებულია საუზმის, სადილისა და ვახშმის სამ-სამი ვარიანტი, რომლის კომბინირებაც შეგიძლიათ. დიეტა მკაცრად უნდა დაიცვათ თვეში ერთი კვირის განმავლობაში და 3-4 კგ-ს დაიკლებთ.

I საუზმე

I ვარიანტი: 1 ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 50 გ შავი პური.

II ვარიანტი: რძიანი ყავა, 2 თოხლო კვერცხი, 100 გ დაღერღილი ხორბლის პური.

III ვარიანტი: რძიანი ყავა, 100 გ უცხიმო ქათმის ბარკალი, 50 გ შავი პური.

II საუზმე

I ვარიანტი: ვაშლი, მსხალი ან ატამი (100 გ).

II ვარიანტი: 1/2 ჩ/ჭ ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი (100 გ).

III ვარიანტი: 100 გ ნებისმიერი სეზონური კენკრა ან ხილი.

სადილი

I ვარიანტი: ბოსტნეულის წვენი. 250 გ მოხარშული ქათამი და 100 გ კარტოფილი, სალათა (100 გ).

II ვარიანტი: სტაფილოს წვენი, მოხარშული ქარიყლაპია (200 გ), ბრინჯი (100 გ), კიტრის სალათა.

III ვარიანტი: 1 ჩ/ჭ კეფირი, ძროხის ხორცის ბიფშტექსი (200 გ), 100-100 გ მოხარშული კარტოფილი და ჭარხალი.

ვახშამი

I ვარიანტი: 100 გ ხაჭო, სალათის ფოთლები, 50 გ პური, პომიდვრის წვენი.

II ვარიანტი: 100 გ ლაბასხმული თევზი, სალათა 50 გ, შავი პური, ასკილის ნახარში.

III ვარიანტი: ხაჭო (100 გ), ბროკოლის სალათა, უშაქრო ჩაი, 50გ შავი პური.