ენდი უორჰოლის პორტრეტი კრისტის აუქციონზე

ენდი უორჰოლის პორტრეტი კრისტის აუქციონზე

ცოტა ხნის წინ ლონდონში, კრისტის აუქციონზე ცნობილი ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის ავტოპორტრეტი 17.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

სურათი 1967 წელსაა დახატული. ის ახლახანს აღმოაჩინეს. სურათზე გამოსახულია უორჰოლი, რომელსაც ხელი პირზე აქვს მიდებული. ექსპერტების შეფასებით, უორჰოლის ნამუშევრებს შორის ეს მხატვრის ყველაზე გამომხატველი და მახასიათებელი სურათია.

 

კრისტის აუქციონმა პირველმა გამოიტანა ეს სურათი გამოფენაზე. სურათმა მნახველებში აღფრთოვანება გამოიწვია.

 

ენდი უორჰოლი ( 6 აგვისტო, 1928 – 22 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ასევე მოღვაწეობდა როგორც გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

 

ენდი უორჰოლი იყო პირველი მხატვარი რომელმაც აღიარა ტრაფარეტული ბეჭდვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ადრე მხოლოდ სამრეწველო შეფუთვებზე გამოიყენებოდა.

 

უორჰოლი ყველაზე უკეთ ცნობილია მისი სავაჭრო პროდუქტების შეფუთვების გაფორმებით. ყოველდღიური ობიექტების, როგორიცაა კემპბელის სუპის ქილების, ყაყაჩოს ყვავილების გამოსახულებებით და ბანანით, ველვეტ ანდეგრაუნდის როკ-მუსიკის ალბომზე, ასევე მეოცე საუკუნის პოპულარული ვარსკვლავების მერილინ მონროს, ელვის პრესლის, ჟაკლინ კენედის, ჯუდი გარლანდისა და ელისაბედ ტეილორის სტილიზებული პორტრეტებით. უორჰოლს ეკუთვნის აგრეთვე ცნობილი სასმელის კოკა-კოლას  ეტიკეტის დიზაინი. ხელოვნების სამყაროს გარეთ უორჰოლი ცნობილია ციტატით "მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით".