შეიცანი შენი პიროვნება

შეიცანი შენი პიროვნება

თუ კარგად არ იცნობთ საკუთარ თავს, ცხოვრებაში ორიენტირებაც გაგიჭირდებათ. ქვემოთ ჩამოთვლილი პიროვნული კლასიფიკაციებიდან შეარჩიეთ ერთი, რომელიც უფრო შეგეფერებათ და დეტალურად წაიკითხეთ, როგორი ხართ  – შეიძლება საკუთარ თავზე ბევრი რამ არც კი იცით.

1. ლიდერი – აქტიური და ენერგიული ადამიანი ხართ. ყველა ობიექტური აზრის გამო გაფასებთ. გაქვთ შესაძლებლობა, რომ შესანიშნავი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი გახდეთ. გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. გამოუსწორებელი ოპტიმისტიც ხართ, რაც საქმეში ძალიან დაგეხმარებათ.

2. მაქსიმალისტი – საკმაოდ მშვიდი ხასიათი გაქვთ. ძალიან ბევრს ფიქრობთ. ნაბიჯს ისე არ გადადგამთ, რომ ჯერ ფიქრისგან არ დაიღალოთ. მუდმივად სახავთ გეგმებს და ცდილობთ მათ განხორციელებას.

3. ინტელექტუალი – ძირითადად ფიქრობთ და აზროვნებთ ლოგიკურად. ფიქრობთ, რომ ბევრზე ჭკვიანი ხართ, თუმცა, მუდამ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები.

4. გულღია ადამიანი – თქვენ ძალიან გაბედული ხართ. იცით, როგორ უნდა თანაუგრძნოთ, მოუსმინოთ და დაეხმაროთ ადამიანებს. მეგობრები გაფასებენ. ყველას მოსწონხართ, თითქოს ადამიანების მოჯადოება გეხერხებათ. არ გეშინიათ გრძნობების საჯაროდ გამოხატვის.

5. შემოქმედი – ძალიან გიყვართ შემოქმედების პროცესი, როცა რაღაცას ქმნით და აკეთებთ. არტისტული ბუნება გაქვთ და კომუნიკაბელური ბრძანდებით. აფასებთ მეგობრებს და თავდადებას.

6. მშვიდობისმოყვარე – ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით. იცით, როგორ თანაუგრძნოთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება და ამის გამო მარტო მეგობრები კი არა, სხვებიც ძალიან გაფასებენ. არაჩვეულებრივი მეხსიერებით გამოირჩევით.