მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონი

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალბატონი

ცოტა ხნის წინ „ფორბსმა“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების მორიგი რეიტინგი შეადგინა.

ამ სიის სათავეში მომღერალი ბიონსე აღმოჩნდა.

ამ ქალბატონის საშუალო ჰონორარი ერთ გამოსვლაში, როგორც კომპანია „Pollstar“-ის ანალიტიკოსები ამბობენ, 2,4 მლნ დოლარია.

ამასთან, ბიონსემ ნამდვილი ბიზნესიმპერია ააწყო. ის მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს „H&M“-ისა და „პეპსის“ კამპონიებში, გამოუშვა, ასევე,  სუნამოების საკუთარი ხაზი და  დაკავებულია ბრენდ „House of Dereon“-ის  ტანსაცმლის წარმოებით.

„ფორბსი“ რეიტინგებს ყველაზე მაღალანაზღაურებად და პოპულარულ კინო, ტელევიზიის, შოუ-ბიზნესის, სპორტის, ლიტერატურის და სამოდელო ბიზნესის 100 წარმომადგენელს შორის ადგენს.

რეიტინგში ბიონსეს ლებრონ ჯეიმსი და Dr. Dree მოსდევს.