პარიზის კინოფესტივალის მოლოდინში

პარიზის კინოფესტივალის მოლოდინში

მიმდინარე წლის 2-დან 13 ივლისამდე საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მეცხრე ტრადიციულ კინოფესტივალს უმასპინძლებს. ორი დღის წინ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა ფესტივალში მონაწილე ფილმების ნაწილი ოფიციალურად დაასახელეს.

 

პარიზის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში რვა სურათი მიიღებს მონაწილეობას. კინოს თემაზე მწერალი ჟურნალისტები მთავარი ჯილდოს მოპოვებას  შემდეგ სურათებს უწინასწარმეტყველებენ.

 

1. “ომს გიცხადებ”. რეჟისორი ვალერი დონცელი (საფრანგეთი). ფილმი მონაწილეობდა კანის უკანასკნელი კინოფესტივალის პროგრამაში.

 

2. “მაიმუნები, ის მაიმუნობს”. რეჟისორი ლიზა არშანი (შვედეთი). ეს სურათი გასული წლის გეტებორგის კინოფესტივალის ლაუერატია, ნომინაციაში “წლის საუკეთესო სკანდინავიური ფილმი”. ჩართული იყო “ბერლინალე-2011”-ის საპროგრამო ჩვენებაში.

 

3. “პრემია”. რეჟისორი პოლა მარკოვიჩი. “ბერლინალეს” კინოფესტივალზე სურათმა “ვერცხლის ქანდაკება” დაიმსახურა.

 

4. “Sur la planche”. რეჟისორი ლეილა კილანი. სურათი ნაჩვენები იყო კანის უკანასკნელ კინოფესტივალზე.

 

5. “ბალადა ჯენესისზე და ლედი ჯეინზე”. რეჟისორი მერი ლოზიე.

 

პარიზის 2011 წლის კინოფესტივალი გაიხსნება ფილმით “პოლიცია”. რეჟისორ მაივენ ლე ბესკოს ამ სურათმა კანის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო. პარიზის ფესტივალზე ის კონკურსგარეშე იქნება წარმოდგენილი.

 

“პარიზი-2011”-ის საზეიმო დახურვაზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ დომინიკ მოლის ფილმი “მონახი”. ამ სურათის მთავარ როლებში მსახიობები ვენსან კასელი და ჯერალდინ ჩაპლინი არიან.

 

ფესტივალის მიმდინარეობის დღეებში მოეწყობა ორმოცი ახალი ფრანგული სურათის კინოპრემიერა.

 

პარიზის მეცხრე კინოფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის ვიხილავთ ცნობილ იტალიელ ვარსკვლავს იზაბელა როსელინის, რეჟისორ ჟიული გავრასსა და ფრანგ კინორეჟისორს მიშელ ოსერს.