ათი მიზეზი, რის გამოც გარეგნულად ქალბატონებს ასაკი ემატებათ:
1. ადრეული ჭაღარა - ის შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
2. მოდუნებული კისერი - კისრის კანი ძალიან თხელია და ყველაზე მეტად არის მიდრეკილი დაბერებისაკენ.
3. მოუვლელი ხელები - ქალების ასაკს ყოველთვის ხელები ამხელს! ამიტომ ხელის მოვლას ყოველთვის დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.
4. ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა.
5. მკვეთრი მაკიაჟი - მკვეთრი და გაჯერებული მაკიაჟი უფრო მეტად ასაკოვანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი.
6. "ბებიების პარფიუმი" - თუ ახალ არომატში იგრძნობა, რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია და დისკომფორტს იწვევს, სჯობს არ გამოიყენოთ.
7. ნაოჭები - მათი თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მოშორება. აუცილებელია გამოვიყენოთ მზისდამცავი კოსმეტიკა და რეგულარულად დავატენიანოთ კანი.
8. მოდუნებული სხეული - საჭიროა დაკავდეთ სპორტით, მასაჟით. გამოიყენოთ ანტიცელულიდური საცხები.
9. ძლიერი რუჯი - გარდა იმისა, რომ ყავისფერი ასაკს მატებს, ზედმეტი რუჯი ვნებს კანს და ხელს უწყობს სწრაფ დაბერებას.
10. დაღლილი გამომეტყველება - ჩამქრალი თვალები, დანაღვლიანებული მზერა - ყოველთვის ასაკს მატებს.