უცნობი ლებრონ ჯეიმსი

უცნობი ლებრონ ჯეიმსი

ლებრონ ჯეიმსი პირველი შავკანიანია, რომელიც ჟურნალ „ვოგის“ ყდაზე დაბეჭდეს. ტვიტერზე ლებრონს 9 მილიონი ფოლოვერი ჰყავს.

ბავშვობაში მას პრობლემები ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით, ლაზერული კარატომილეზის ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდა.

ლებრონი წერს და ჭამს მარცხენა ხელით, ბურთს კი მარჯვენათი ისვრის.

კალათბურთს 8 წლის ასაკში ეზიარა.

სკოლის პერიოდში სპორტულმა მაღაზიამ ჯეიმსს NBA-ის ორი 845 დოლარად ღირებული რეტრომაისური აჩუქა. მან კი, თავის მხრივ, ნება დართო, მისი სახე სარეკლამო პოსტებში გამოეყენებინათ. სკოლის სპორტულმა ასოციაციამ ის გუნდს ჩამოაშორა და ლებრონი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა კალათბურთს. მაშინ იმ მატჩებზე, რომელშიც ლებრონი მონაწილეობდა, ბილეთი 100-120 დოლარი ღირდა.

მეათე კლასში Adidas  ABCD Camp-ში Nike-ში გამოწყობილი მონაწილეობდა, Nike All-American Camp-ში კი  – Adidas ეცვა.

როდესაც ჯეიმსი 198 სანტიმეტრამდე გაიზარდა, თავისი ბავშვობის კერპის, მაიკლ ჯორდანის სიმაღლემდე, შემდეგ უკვე მან უარი თქვა სიმაღლის გაზომვაზე. ოფიციალურად, მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია, წონა 111 კილოგრამი, სიმაღლეზე ნახტომი – 111 სანტიმეტრი, ვინგსპენი – 214, სხეულში კი 5 პროცენტი ცხიმი აქვს.

ჯეიმსი მულტსერიალ „სიმპსონების“ ფანია. როდესაც მას შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ეპიზოდის შექმნაში, სიხარულით დათანხმდა. თავადაც გაახმოვანა. ეს მიწვევა მან დიდ დაფასებად ჩათვალა.

ლებრონს არ უყვარს კითხვა, მაგრამ დაწერა წიგნი – „მეტეორიტები“, სადაც იმ ზეწოლაზე მოგვითხრობს, რაც მან კარიერის დასაწყისში განიცადა – გადატვირთული ტრიბუნები, ჟურნალისტების მაქსიმალური ყურადღება, ცდუნებები...

მატჩებსა და ვარჯიშებზე ჯეიმსი ველოსიპედით დადის.

ლებრონს NBA-ში ჯერ კიდევ არ ჰქონდა არცერთი წუთი ნათამაშევი, როდესაც 90-მილიონიანი ხელშეკრულება დადო Nike-თან.