ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ ჟურნალისტებს ერთი ოცნება გაუმხილა. აღმოჩნდა, რომ ლეონარდოს სურს კინოში იოსებ სტალინის როლის განსახირება.
37 წლის მსახიობის ბებია თურმე თავის დროზე რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ ცხოვრების ბორბალმა კომუნისტური ქვეყნიდან გამოაქცია. ბებია მომავალ მსახიობ შვილიშვილს ბევრს უამბობდა მეორე მსოფლიო ომზე და საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებებზე.
პატარა დი კაპრიოს დიდედის მონაყოლიდან განსაკუთრებით სტალინის ფიგურა დაამახსოვრდა და თურმე არაერთი ათეულია წელია მსახიობი დიადი საბჭოეთის დიდი ბელადის როლის თამაშზე ოცნებობს.
“ნამდვილად ვერ მოგახსენებთ რატომ დავინტერესდი იოსებ სტალინის პიროვნებით. ვიცი რომ ის უდიდესი ადამიანი გახლდათ. სამწუხაროდ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შესაფერისი სცენარის არქონა მიშლის.” – განუცხადა გაკვირვებულ მას-მედიის წარმომადგენლებს ლეონარდო დი კაპრიომ.