„ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წარუმატებელ პუტჩს, რომელსაც ასეთი ტოტალური წმენდა მოჰყვა როგორც არმიასა და ძალოვან უწყებებში, ასევე მთელ სახელმწიფო ბიუროკრატიულ იერარქიაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას აღმოსავლეთმცოდრე ვასილ პაპავა, რომლის განცხადებით, თურქეთში დაიწყო ისლამური რევოლუცია - დექემალიზაცია გადადის აქტიურ ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ საერო თურქეთი წარსულს ბარდება.
for.ge ვასილ პაპავას ესაუბრა.
არშემდგარი სამხედრო ამბოხის შემდეგ, მასშტაბური წმენდა დაიწყო თურქთის სამხედრო ძალებში, პრაქტიკულად აღარ დარჩა უწყება, რომელსაც მასიური ცვლილება არ შეხებოდა. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი ასეთი მასშტაბური გადატრიალება მზადდებოდა და მთელი სახელმწიფო სტრუქურა იყო ამაში ჩართული, რატომ არ ჰქონდა თურქეთის უშუშროებას და დაზვერვას ეს ინფორმაცია?
ვასილ პაპავა: მე-20 საუკუნეში მომხდარი თითქმის ყველა სახელმწიფო გადატრიალება - წარმატებული და წარუმატებელი, საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი და თურქეთის 2016 წლის პუტჩმა ლამის გაურკვევლობაში დამტოვა. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წარუმატებელ პუტჩს, რომელსაც ასეთი ტოტალური წმენდა მოჰყვა როგორც არმიასა და ძალოვან უწყებებში, ასევე მთელ სახელმწიფო ბიუროკრატიულ იერარქიაში. თურქეთში დაიწყო ისლამური (სახელმწიფო) რევოლუცია - დექემალიზაცია გადადის აქტიურ ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ საერო თურქეთი წარსულს ბარდება.
სახელმწიფო გადატრიალებები მომხდარა და ჩატარებულა ისეთი მასშტაბური წმენდა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ამ ბოლო ფაქტს და შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით უფრო მასშტაბურიც ყოფილა, მაგრამ შუძლებელია ერთ დღეში შეადგინო ასი ათასობით იმ ადამიანთა სია, რომლებიც მონაწილეობნენ პუტჩში, თუ შენ მანამდე არ გქონდა განზრახული დაგეშვა ეს ფაქტი.
შესაძლებელია, რომ თურქეთის დაზვერვას ჰქონოდა ინფორმაცია ამბოხის შესახებ და არ აღკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიზეზით მაშტაბური წმენდა ჩაეტარებინათ ქვეყნის მაშტაბით?
- და, ვინ დაითხოვეს ახლა? დაითხოვეს მხოლოდ ქემალისტები, ანუ საერო რეჟიმის მომხრეები, ათა თურქის პრინციპების ერთგული ხალხი. ახლა ვის დანიშნავენ? რა თქმა უნდა - მმართველი პარტიის პროისლამური პროგრამის ლიდერებს. თავისთავად, ეს უკვე არის ერდოღანის კონტრრევოლუცია. პროისლამისტურ ჯგუფს ჩაუვარდა ხელში კარტ ბლანში, რომ კიდევ უფრო დააკნინოს საერო რეჟიმის მომხრეები. მასიური რეპრესიების ფონზე არ ვიცი რა ძალა შერჩათ, რადგან ძირითადი ძალა იყო არმია. სამწუხაროდ, არმიის 350 გენერლიდან 150 თითქმის დაპატიმრებულია და აქედან გამომდინარე, საერო თურქეთს ნელ-ნელა უნდა დავემშვიდობოთ.
სად იკვეთება, რომ ერდოღანი პროისლამური ძალაა?
- არმიაზე დარტყმა უკვე ნიშნავს საერო ხელისუფლების დარტყმას. არშემდგარი პუტჩი სათავისოდ გამოიყენა და ამ საბაბით აპატიმრებს, ან თანამდებობიდან ანთავისუფლებს ადამიანებს. ხელისუფლება არ არის დამხობილი, მაგრამ მაშტაბური წმენდები მიმდინარეობს.
პრაქტიკულად განიარაღებულია მთელი თავდაცვა, ეს არ არის პრობლემა თურქეთისთვის?
- მიუხედავად იმისა, რომ 500 ათასიან არმიაზე სრული კონტროლო დამყარებულია, გადატრიალების საშიშროება კიდევ რჩება. რამდენად შეძლებს ერდოღანი თავისი პოზიცების განმტკიცებას ეს ძნელი სათქმელია. ისტორიას არა ერთი მაგალითი ახსოვს წარუმატებელ პუტჩს როგორ მოჰყვა წარმატებული გადატრიალება.
ამ საშიშროებაზე საუბრობს დასავლური პრესა...
- ეს იყო ერთგვარი მინიშნება, რომ თვითონ დასავლეთმაც შინარჩუნოს თავისი პოზიციები თურქეთზე, რაც ერთგვარი გართხილება იყო. თუმცა ერდოღანი მაინც აგრძელებს მასშტაბურ წმენდას და საბოლოოდ, ეს სადამდე მივა გაუგებარია, რადგან თურქეთის ხერხემალი იყო არმია. ამ დროს თურქეთს გააჩნია მასშტაბური პრობლემები და ერთ-ერთი არის ტერორიზმის საფრთხე, რომელიც დამატებით საშიშროებას უქმნის არა მარტო მსოფლიო უსაფრთხებას, არამედ ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენად შეძლებს ერდოღანი ასე დამამცირებლად დაპატიმრებული სამხედროების შემდეგ წესრიგის შენარჩუნებას, რთულის სათქმელია. ვნახეთ არაერთი კადრი, რა ვითარებაში არიან დაკავებულები.
გავრცელდა საკმაოდ მძიმე კადრი, სადაც პოლიციელი დაკავებულ სამხერდოს 10 წლის ბავშვის გაუპატიურებით ემუქრება. ასეთი მიდგომა სამხედროების მიმართ, რეაგირების გარეშე დარჩება? მით უმეტეს, რომ ამბოხებულების ნაწილი ისევ იძებნება...
- ბევრი ქვეყნებისგან თურქეთი იმით განსხვავდება, რომ თურქეთში ჩამოყალიბებული სამხედრო ელიტაა, რომელსაც ქვეყნის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია - თურქეთის რესპუბლიკის დარსებიდან, ამ ბოლო პერიოდამდე, სანამ ერდოღანი მოვიდოდა ხელისუფლებაში და დაიწყებდა მასშტაბურ წმენდებს ძალოვან უწყებებში. საერთო ჯამში, არმია თავისთავად საშიშროებას წარმოადგენს მმართველი რეჟიმისთვის.
მაისური წმენდის მიუხედავად, ვერ დაიმორჩილა არმია ერდოღანმა?
- რამდენად დაიმორჩილა არმია, ეს ჩემთვის ცოტა ძნელად წარმოსადგენია, იმიტომ, რომ საუბარი არ არის დაპატიმრებაზე, საუბარია დამცირებაზე, ღირსების შელახვაზე. მათთვის, იმ გენერლებისთვის, რომლებიც ათეულობით წლები მსახურობდნენ თურქულ ჯარში, ასეთი დამცირება თავისთავად არის დამატებითი უკმაყოფილების საბაბი. ეს არა მხოლოდ ისლამიზაციის, არამედ მათი ღირსების დამცირება და დაკნინებაა.
ამბოხებული სამხედროები, რომელებიც ჯერ კიდევ ძებნაში არიან, დათმობენ პოზიციებს, მათ მხარდამჭერები ჰყავთ საზოგადოებაში?
- რა თქმა უნდა, ერდოღანსაც ჰყავს მილიონობით მხარდამჭერი. მაგრამ მილიონს ითვლის თვითონ ამ საერო რეჟიმის მიმდევრები. ძირითადად, ეს არის ინტელიგენცია და ზუსტად მასზე მოხდა დარტყმა. სხვა მხრივ მოსამართლეებისა და მეცნიერების გათავისუფლება ამბოხთან რა კავშირშია?! ეს დამოუკიდებლად მოაზროვნე ინტელიგენციაა, რომლებსაც მრავალწლიანი კონტაქტები გააჩნია დასავლეთთან და თავისთავად იზიარებენ დასავლურ პრინციპებს.
ერდოღანი აპირებს ამ მექანიზმის დანერგვას თურქულ რეალობაში, რომ უფრო ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში. ამ არაბული გაზაფხულის შემდეგ, მთელ რეგიონში თითქმის დომინანტობს პოლიტიკური ისლამი, საერო რეჟიმის ხელისუფლებას უჭირს იყოს მიმზიდველი. თურქეთი ხედავს რომ ევროპული ოჯახის წევრი ვერასოდეს გახდება და თამაშს იწყებს აღმოსავლეთის მიმართულებით.
რა კომბინაციით შეიძლება განვითარდეს ერდოღანის „აღმოსავლეთის მიმართულება“?
- ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ იქ არაერთი მოთამაშეა, მაგალითად - შიიტური ირანი, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა. ასევე რუსეთის ფედერაცია, რომელიც თავის პოზიციებს არ თმობს და ასევე საუდის არაბეთი, ისინი მიესალმნენ თურთეთში ერდოღანის გამარჯვებას, რაც ნიშნავს, რომ საუდის არაბეთი თურქეთს განიხილავს მოკავშირედ.
ბოლო მონაცემებით დაკავებულია 150 სამხედრო გენერალი, მათ შორის სამხედრო-საჰაერო ძალების მრჩეველი პოლკოვნიკი ბერქან ქივრაკი და ავიაციის გენერალი აკინ ოზთურქი, რომელმცა აღიარა, რომ გეგმავდა გადატრიალებას ერდოღანის წინააღმდეგ. ორივე გენერალი სასტიკად ნაცემია, პრაქტიკულად გადაადგილება უჭირთ. გენერლების მიმართ ასეთი მიდგომა გახდება საფუძველი იმისა, რომ თურთქეთი გაიწვიონ ნატოდან?
- ასეთი მასშტაბური წმენდა თავისთავად იწვევს უკმაყოფილებას დასავლეთში, რომელიც მოუწოდებს ერდოღანს დაიცვას დემოკრატიული და სამართლიანი ნორმები, თუნდაც ამ წარუმატებელი პუტჩის შემდეგ.
რთულია სათქმელია, რამდენად შეძლებს ასეთ პირობებში ერდოღანი სტაბულურად მართვას. ჩემი მოსაზრებით თურქეთის სტაბილურობა ნელ-ნელა წარსულს ბარდება. გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანია საერო რეჟიმის მომხრეები, მათი კონტროლი, ან დამორჩილება შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი წნეხითა და დიქტატორული მეთოდებით.
თუმცა, ვხედავთ, ერდოღანი ვერ ეტევა კანონის ფარგლებში. მასშტაბური რეპრესიები თითქმის მთელ სახელმწიფოს შეეხო. ძნელად წარმოსადგენია როგორ მოახერხებს მილონობით ადამიანის დამორჩილებას და სათავისოდ განეიტრალებას. ოთხმოცმილიონიანი ქვეყანაა და აქედან ნახევარი ერდოღანის მომხრეა, ხოლო ნახევარი მოწინააღმდეგე, ანუ ქვეყანა დგას სამოქალაქო ომის წინაშე. თუ ფსონი დაიდება საერო რეჟიმის მომხრეებზე, მაშინ სამოქალაქო ომი გარდაუვალია.