„თავიდანვე ჩაფიქრებული იყო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემა“

„თავიდანვე ჩაფიქრებული იყო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემა“

ფონდი „ქართუს“ მიერ აშენებული, 200 მილიონიანი ლარის ღირებულების, ურეკის საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომლის დაფუძნებაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა.

აღნიშნული ობოექტი 2006 წლიდან დაიგეგმა და ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის, თქმით თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა.

„აღნიშნული ობიექტი დაიგეგმა 2006 წლიდან, როდესაც დაიწყო ამის პროექტირება ხოლო აქტიური სამუშაოები 2008 წელს დაიწყო. ობიექტი არის უნიკალური ყველა თავისი მახასიათებლით და უპირველესად განკუთვნილია იმისთვის, რომ უფრო მეტად პოპულარული გახადოს ეს რეგიონი და მეტი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია მოიზიდოს ზღვისპირეთის ამ მონაკვეთზე. ობიექტი გადაეცა სახელმწიფოს, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო და ყველა შემოსული შემოსავალი, იქნება სახელმწიფოს შემოსავალი“,-განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 საკონცერტო დარბაზი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, რომლის მშენებლობაზეც 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ხოლო, რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, Black Sea Arena-ს დირექტორის, დიმიტრი ბერიძის, თქმით ახლა 70 ადამიანი დასაქმდა, რომელთა რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზრდება.

 „უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს და რამოდენიმე დღეში მოვაწყობთ პრესკონფერენციას,სადაც გამოვაცხადებთ პირველი კონცერტის თარიღს და არტისტს, თუ რომელი არტისტი გახსნის კონპლექსი არენას. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ახლა 70 ადამიანია დასაქმებული და კიდევ დაემატება დაახლოებით 40 ადამიანი“, - აღნიშნა დიმიტრი ბერიძემ.

საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გამოვიდა, რომელმაც საკონცერტო დარბაზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ დიდი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს.

„ამ რეგიონისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა იმიტომ, რომ შეკვეთილში და არა მხოლოდ აქ იქნება ცენტრი საერთაშორისო კონცერტების, სპორტული წარმოდგენების და ა.შ. რაც ამ სეზონისთვისაც არის დაგეგმილი და, რაც ყველაზე მთავარია ეს კომპლექსი შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს. საქართველოს აქვს ყველანაირი პოტენციალი გახდეს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ტურისტული ცენტრი.
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადაუხადო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ დიდი საჩუქრისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა