„ნატოსთან ურთიერთობა ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტიაა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ დამოუკიდებლობის გარანტია რუსეთი იყოს?“

„ნატოსთან ურთიერთობა ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტიაა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ დამოუკიდებლობის გარანტია რუსეთი იყოს?“

„სიფრთხილე უფრო მნიშვნელოვანი სიტყვაა, ვიდრე პროგნოზის გაკეთება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი რომან კაკულია, რომლის განცხადებით იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ვადებთან დაკავშირებით პროგონიზი უმადური საქმეა.

როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ საქმით დაამტკიცოს, რომ ქვეყანის საგარეო კურსი პროდასვლურია და რამდენად გრძელვადიანია ნატოსა და ევროკავშირის წევრობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რომან კაკულიას ესაუბრა.

ყოფილი პრემიერის წერილის თანახმად, საქართველოს პროდასავლური კურსი არ გადაიხედება, პრიორიტეტი არის - ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. ამის მიუხედავად თქვენი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ერთია განცხადება და მეორეა რეალურად რას აკეთებსქართული ოცნებისხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურაში გაწვრიანებისათვის. ბატონო რომან, მომავალი 4 წლის განმავლობაში როგორ აპირებთ საქმით დაამტკიცოთ, რომ ქვეყანის საგარეო კურსი ნამდვილად არის პროდასვლური?

რომან კაკულია: მოდით, შევთანხმდეთ, როგორ შეიძლება ეს დამტკიცდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონენტი, რომლის თვითმიზანია რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიო, მაინც ნეგატიურად დაინახოს, ცხადია, ჩვენი სამიზნე არ არის. ჩვენი სამიზნე არიან ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ობიექტურობა.

და ამ პროცესის ობიექტურობა როგორია?

- ჩვენი არჩევანი გამომდინარეობს იქედან, რომ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. სულ რომ თავი დავანებოთ ყველაფერს ვინ რას ამბობს, არ მგონია, დღეს საქართველოში არსებობდეს მოქალაქე, რომლისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არ იყოს მისაღები იდეა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებაც, რადგანაც უსაფრთხოების გარეშე ეს საკითხი არ არსეობს.

მეორე საკითხი ავიღოთ, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ჩვენი კეთილდღეობის ფონის შენარჩუნებასთან და უნდა მივაღწიოთ ამას. არ შეიძლება უსაფრთხოება განვიხილოთ ცალკე აღებულ კონტექსტში. ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ამბობს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, ის საუბრობს საერთაშორისო გარანტიებზე და სწორედ ამ ჭრილში წარმოაჩენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის როლს. იცით, რომ საქართველოში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ თქვენი მისწრაფება არ არის სრულყოფილი, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თქვენი მისწრაფება არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი და ამიტომ, ორივესთვის არის პასუხი გაცემული.

აქედან ერთადერთი გამოსავალი არის პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული და აბსოლუტურად ყველა საფრთხის გაანალიზების კონტექსტში გაკეთებული სვლები. ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ამას ამბობს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტის კონტექსტში მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის როლი. ჩვენ ვიცით, რომ ხვალ შესაძლებელია არ მოხდეს ევროკავშირისა და ნატოს კარების გაღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რაიმე ეჭვის ქვეშ დგება.

მით უფრო მაშინ, როდესაც დასავლელი ლიდერები ხაზსს უსვამენ იმას, რომ საქართველო ძალიან ახლოს დგას ევროკავშირისა და ნატოს კარებთან...

- რა თქმა უნდა. ჩვენი პრაგამტულობის ხარისხი არასოდეს არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე თავად ნატოს პრაგამტულობის ხარისხი არის ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ნატოს გენერალური მდივნის, ამერიკის პრეზიდენტის და მთლიანად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ შეფასებული პერსპექტივები იყოს უფრო შემჭიდროვებული, ნაკლები ოპტიმიზმის შემცველი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“? - ეს უკვე, რაღაცა ლოგიკიდან ვარდება.

ამდენად, ჩვენი მიზანია ისეთი ქვეყნის მშენებლობა, რომლის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ის ძირითადი ღირებულებები, რომელიც არის ნატოსა და ევროკავშირის მთავარი ღირებულებები. ჩვენ არ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლისგანაც ვღებულობთ სახელმწიფოს, სადაც ბიზნესგარემო არ არის განთავისუფლებული, სადაც ადამიანის უფლებები და კეთილდღეობა არ არის მთავარი პრიორიტეტი.

რეალისტურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ დღეს და ხვალ საქართველო ვერ გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ერთია რას ამბობენ დასავლელი ლიდრები, მაგრამ მეორეა რამდენად გრძელვადიანია ნატოსა და ევროკავშირის წევრობა?

- ყველა ის ადამიანი, ვინც თავლყურს ადევნებს მიმდინარე პროცესებს და იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვადებთან დაკავშირებით, პროგნოზი, ცხადია, რომ ძალიან უმადური საქმეა. აქ სიფრთხილე უფრო მნიშვნელოვანი სიტყვაა, ვიდრე პროგნოზის გაკეთება. იმდენად დაძაბულია ეს კონტექსტი, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, რათა ჩვენ არ დავკარგოთ ის მინიმალური სტაბილურობის ხარისხი, რომლის დროსაც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას.

ამ კონტექსტში საინტერესოა რას იტყვით ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და პროდასავლური ძალების დევნა ხდება ხელისუფლების მხრიდან...

- მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება დღინად მოსვლისა, თავის მომხრეებს კარგავს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ახორციელებს ისეთ დევნის ხარისხს, როგორსაც მისგან მოითხოვდნენ. 25 წელია იმ უწყებაში ვმუშაობ, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმმართველი ერთ-ერთი უწყებაა და ნამდვილად, ჩვენი ცხოვრების მთავარ ნაწილს არ დავუთმობ ისეთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას, რომელსაც მთელი ცხოვრება შევწირე, ეს არის ილუზიები და სხვა არაფერი.

ივანიშვილმა თავის წერილში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა - ეროვნული თანხმობა უნდა იყოს მიღწეული სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საგარეო კურსთან მიმართებაში ამხელა სხვაობაა, ეს ქვეყნისთვის არის ტრაგედია. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მემარჯვენე, მემარცხენეობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო კურსთან მიმართებაში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, თუ რაღაცა პოლიტიკური დაკვეთა არ დგას ამის უკან.

სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან“, - ნათქვამია ივანიშვილის წერილში. ბატონო რომან, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალიზაცია რუსეთთან და ასევე სტრატეგიული ურთიერთობის დამყარება დასავლელ პარტნიორებთან?

- ამიტომ ვთქვი მე სიტყვა, რომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე და თანმიმდევრულობა. საბედნიეროდ, დღევანდელი პოლიტიკა იცნობს ისეთი ტიპის ურთიერთობას, როდესაც ერთ საკითხზე არის მძაფრი დაპირისპირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სივრცე იხურება, მეორე საკითხზე მიმდინარეობს თანამშრომლობა და მესამე საკითხზე იწყება თანამშრომლობა. ჩვენ შეიძლება დღეს ერთი ძაფი გამოვწიოთ და ხვალ მეორე. მთლიანობაში, ამ კონკრეტული მომენტისთვის ყველა მიმართულებით ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენთვის პრაგმატულია.

ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციაა. შესაბამისად, უმტკივნეულო და ცალსახად, დროში გაწერილი გეგმის არსებობა ძალიან ძნელია. არსებობს სტრატეგული მიზანი და ამ სტრატეგიულ მიზანში არ არსებობს არავითარი გადახვევა, რადგან საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში ყველა ქართველის მიზანია. ნატოსთან და აშშ-თან ურთიერთობა ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტიაა. დღეს ვინმეს წარმოუდგენია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება რუსეთი იყოს? ჩვენ ხომ ვიცით ეს რას ნიშნავს.

მთავარია, ვიცოდეთ ჩვენი სტრატეგიული გეგმა, ვიცოდეთ რა პრინციპით ვართ შეიარაღებული - ეს არის სიფრთხილე და ჩვენი ბიზნეს-გარემოს დაურღვევლობა. ნელ-ნელა სხვადასხვა ძაფის გამოწევით ურთიერთობის დალაგება რუსეთთან. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს ყველაფრის ხარჯზე უნდათ.

ჩვენ გვინდა უსაფრთხოება, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე...

- რა თქმა უნდა, და სხვათა შორის ტერიტორიულ მთლიანობაზეც იყო მნიშვნელოვანი მესიჯი ამ წერილში, რომ ღირსეული და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო შეიძლება გახდეს მხოლოდ საინტერესო ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ამ თემის გარშემო არ ვსვამ კითხვას, რადგან როგორც წესი, ეს საკითხი პიარის ნაწილია ყველა ხელისუფლებისთვის. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რეალური პერსპექტივა არსებობს იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება დადგებს დღის წესრიგში?

- როდესაც ამ საკითხზე პასუხის გაცემას ცდილობს ადამიანი, როგორც წესი, სამ არგუმენტს იშველიებს, პირველი - ისტორიული გამოცდილება, მეორე- დე ფაქტო სიტუაციის რეალური შეფასება და მესამე - რას გინდა, რომ მიაღწიო. ამ სამი გეგმიდან გამოდის პასუხი. მსოფლიო ისტორია იცნობს გრძელვადიან და გაჭიანურებულ კონფლიქტებს, რომელიც სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადაწყვეტილა. ამ სამი არგუმენტიდან გამომდინარე, ეს საკითხი რეალობიდან გასული თემა არ არის.