ერთი კვირის წინ ბრიტანულმა გაზეთმა “თჰე Gუარდიან”-მა გამოაქვეყნა თანამედროვე მსოფლიო კინოსამყაროში მოღვაწე ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სია. გამოკითხვაში რამდენიმე ათასმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. მისი მთავარი მიზანი იყო იმ ადამიანების დასახელება, რომლებიც გავლენას ახდენენ კინოთეატრების რეპერტუარზე და სატელევიზიო კინოჩვენებების პროგრამაზე.
ამ ნუსხაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა ფილმების “ტიტანიკისა” და “ავატარის” რეჟისორი ჯეიმს კამერონი.
მეორე-მესამე პოზიციებზე კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი და მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო გავიდნენ.
თანამედროვე მსოფლიო კინოს ყველაზე გავლენიანი პიროვნებების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება,
1. ჯეიმს კამერონი
2. სტივენ სპილბერგი
3. ლეონარდო დი კაპრიო
4. ჯონ ლასესტერი
5. ბრედ პიტი
6. კრისტოფერ ნოლანი
7. სკოტ რუდინი
8. კვენტინ ტარანტინო
9. ჯორჯ კლუნი
10. ედ ვეიზი