სამხატვრო ხელოვნების სკოლიდან, ბარათაშვილის მუზეუმამდე - ეს ის მანძილია, რაც 9 წლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედების ასპარეზზე განვლეს.
ბავშვური თუმცა დიდებული ფერთა ზეიმი, ანალისტური, ნატურმორტები, პეიზაჟები, სააღდგომო და საახალწლო თემატიკა. მათ შემოქმედებას მრავალფეროვანი კომპოზიციები ენაცვლება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელობამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში სკოლოს, 6 მოსწავლეების: ლიზი ტყემალაძის, ანა გოგოლის, თეა გოგოლის, მარიამ ლატარიას, ნინო ჩხეტიანის და სალომე ხმალაძის ჯგუფური გამოფენა გამართა.
„შემთხვევით არ არის ამ ბავშვების ნახატების გამოფენა ბარათაშვილის მუზეუმში, ისინი სხვებისგან მრავალფეროვნებით და ნაყოფიერად მუშაობით გამოირჩევიან“,- აცხადებს For.ge -სთან საუბრისას მხატვარი პეტაგოგი მაია ქინქლაძე.
პედაგოგო გამორჩეულად ლიზი ტყემალაძის შემოქმედებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ყველასგან განსაკუთრებულად განსხვავებულია.
„ლიზი არის ყველასგან განსაკუთრებულად განსხვავებული. მრავალფეროვანი ნახატები აქვს. ის შემოქმედი ნატურაა. შემოქროლდება ხოლმე ნიავივით და ალბათ, სიცოცხლე რომ არ იყოს მოგონილი მოიგონებდა ლიზი“, - აღნიშნავს მაია ქინქლაძე.
ლიზის შემოქმედებას მხატვარი ხათუნა ქომეთიანიც გამოარჩევს და აცხადებს, რომ ის უდაოდ ნიჭიერია. მას აქვს სერიოზული აღქმის უნარი, რაც თავისუფლებას ანიჭებს.
„ბავშვი არის უდაოდ ნიჭიერი, თვითმყოფადი. აკეთებს იმას, რასაც ვერ ასწავლი. ის ფერებს გრძნობს ისე, როგორც გრძნობდნენ იმპრესიონისტები. იმდენად ჭკვიანი ბავშვია, რომ მგონი ეს წარმატება არ დააბნევს. დასაწყისი და საფუძვლები გენიალური აქვს და მე მგონი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს ხათუნა ქომეთიანი.