მიირთვით ბევრი სალათის ფურცლები

მიირთვით ბევრი სალათის ფურცლები

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფოლიუმის მჟავა – B ჯგუფის ერთ-ერთი ვიტამინი, გულის შეტევის, ინფარქტისა და ვენების თრომბოზის რისკს საგრძნობლად ამცირებს.

აღნიშნული მჟავა აძლიერებს ქიმიური კომპონენტის – ჰომოცისტინის რაოდენობას, რომელიც გულის დაავადების განვითარებას უშლის ხელს.

კარდიოლოგები პაციენტებს ურჩევენ ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტების მიღებას, ესენია: მწვანე სალათა, სოკო, ხილი, თხილი. ამ პროდუქტების მიღება სასურველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელი მომავალი თაობა სურს. ეს ვიტამინი შეუცვლელია ბავშვის განვითარებისთვის და მეძუძური დედებისთვის.