ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ საჯაროდ განაცხადა. თავდაპირველად ამ “პროფესიით” უილ სმიტი დაინტერესდა. მუქკანიან კოლეგას მალე ბრედ პიტმა მიბაძა, რამდენიმე დღის წინ კი მათ რიცხვს ჯორჯ კლუნიც შეუერთდა.
“პოლიტიკოსის მთავარი ღირსება პატიოსნებაა. ალბათ ჩემი ეს თვისება გაითვალისწინეს და აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან დამიკავშირდნენ, სურთ რომ მომავალ საარჩევნო მარათონში მათი ერთ-ერთი კანდიდატი გავხდე” – განაცხადა ცოტა ხნის წინ ჯორჯ კლუნმა.
მსახიობი აღიარებს, რომ მეტად გიჟმაგი ცხოვრება ჰქონდა და ნარკოტიკებთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
“არ ვმალავ რომ მარიხუანას აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ჩემი წინასაარჩევნო დევიზი ალბათ ასეთი იქნება: “დიახ, მე ვეწეოდი მარიხუანას” – აღიარა მსახიობმა.
მისტერ ჯონის დემოკრატიული პარტიის კანდიდატთა სიაში შეყვანა ალბათ ერთმა ფაქტმაც განაპირობა. მან მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ში ჩატარებულ ერთ გამოკითხვაში. ერთ-ერთმა იქაურმა ინტერნეტ-საიტმა შეადგინა იმ გამოჩენილი ადამიანების ხუთეული, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გარდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწევიან. ამ ნუსხაში ჯორჯ კლუნიმ მეორე საპატიო ადგილი დაიკავა.
პირველი კი მშვენიერი ქალბატონი, გაეროს კეთილი ნების ელჩი, ასევე პოლიტიკური ამბიციების მქონე ბრედ პიტის მეუღლემ, ანჯელინა ჯოლიმ დაიკავა. საბედნიეროდ ჯოლი მსახიობის პროფესიის შეცვლას არ აპირებს, განსხვავებით ბრედისა, რომელიც არ მალავს რომ თავისი ქვეყნის პრეზიდენტობა სურს.
ამ გამოკითხვაში მესამე ადგილი მაილი საირუსმა ანუ ჰანა მონტანამ დაიკავა, მეოთხე მუსიკოსი ბობო აღმოჩნდა, მეხუთე კი ძმები ჯონასები.