ინჟინერი რევაზ რეხვიაშვილი ამერიკელ მეგობარს ფეისბუქის საშუალებით მიმართავს და ქართულ-ამერიკულ მეგობრობაზე საუბრობს.
ჩემო მეგობარო, რიგითო ამერიკელო, მომემართა შენთვის გადამაწყვეტინა იმ გულისტკივილმა, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აწუხებს ჩემი თაობის უმეტეს ნაწილს. ეს ის თაობაა, რომელთა ოჯახებმა თავის თავზე გამოსცადა კომუნისტური რეჟიმის მთელი სისასტიკე (მეც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის შთამომავალი ვარ). ამერიკა ჩვენი ქვეყნის ძირითადი ნაწილის ცნობიერებაში ყოველთვის აღიქმებოდა როგორც თავისუფალი სამყარო, სამართლიანობის ეტალონი . “ბოროტების იმპერიაში” ცხოვრების დროს ამერიკა ჩემი სამშობლოსთვის თავისუფლების და კეთილდღეობის ერთადერთი გარანტი იყო.
როდესაც 1991 წ. ცივი ომის შედეგად დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამერიკა ერთ-ერთი პირვალთაგანი იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. შემდგომ ურთულეს წლებშიც თქვენ შეძლებისდაგვარად გვერდში გვედექით და გვეხმარებოდით, ფინანსურით დაწყებული თუ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით დამთავრებული.ასე რომ,ის დიდი ნდობა და პატივისცემა ამერიკისადმი იგივე რჩებოდა.
კარგად მახსოვს ამერიკელების უდიდესი მხარდაჭერა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს. ისიც მახსოვს გემი გემზე რომ მოდიოდა ხორბლით დატვირთული ქართულ პორტებში და იმ დროს უამრავი პრობლემის წინაშე მდგარი ქართველი ერი ამერიკელი მეგობრების ძმური დახმარებთ გადარჩა.
2004 წელს პროამერიკელ პოლიტიკოსად აღიარებული სააკაშვილის 92%-ით პრეზიდენტად არჩევაც თქვენდამი ნდობის პროპორციული იყო. იმედმა იმისა, რომ ამერიკული კეთილდღეობა, პროგრესი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდებოდა პიკს მიაღწია.
ახლა კი, მინდა მოგიყვე რა მივიღეთ ამერიკის ყალბი მეგობრების, სააკაშვილის და მისი ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში: დემოკრატიული წყობის ნაცვლად ქვეყნაში დამკვიდრდა ავტორიტარული რეჟიმი ძალისმიერი გზებით დაიხურა მედია საშუალებები ათასობით ადამიანს წაართვეს კუთვნილი ქონება და ბიზნესი წამებამ და ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლი ხელყოფამ სისტემური ხასიათი მიიღო. ჩემმა ხალხმა რამდენჯერმე სცადა ავტორიტარული რეჟიმის მოშორება მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით. რეჟიმმა პროტესტი სისხლში ჩაახშო. მე ველოდი შენი არჩეული პოლიტიკოსების მხრიდან დახმარებას, მაგრამ თანაგრძნობაც არ მიმიღია. მოგიყვები, თუ რა შედეგი მოიტანა პრობლემის იგნორირებამ ამერიკული პოლიტელიტის მხრიდან:
90-იან წლებში , ამერიკის მხარდაჭერით, საქართველომ მიაღწია რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან; სააკაშვილმა კი, 2008 წლის სამხედრო ავანტიურის გზით უკან დააბრუნა და ეს ბაზები დედაქალაქიდან 1 საათის სავალზე არიან. 2008 წლის სამხედრო ავანტიურით, როცა სააკაშვილი პუტინის დაგებულ ხაფანგში გაება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიდო, რამაც დააზიანა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული ინტერესები 100 მდე სტრატეგიული ობიექტი მიყიდა რუსეთს: ოქროს საბადოები, ქიმიური მრეწველობა მთლიანად, ნავთობის ტერმინალები, ენერგეტიკის ნახევარი, პორტები და სხვა მრავალი. რუსეთს გადასცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ამ ყველაფერს სააკაშვილი ამერიკის სახელით აკეთებდა. ის ყოველთვის აპელირებდა საჯარო გამოსვლებში ამერიკელი პოლიტიკოსების : ჯონ მაკკეინის, დიკ ჩეინის, რიჩარდ ლუგარის და სხვათა მხარდაჭერაზე. ასეთმა რიტორიკამ გამოიწვია ამერიკის ნდობის და იმიჯის ვარდნა და ჩემს თაობაშიც ბევრი კითხის ნიშანი გააჩინა. არ შემიძლია არ გითხრა, ჩემო მეგობარო, რომ ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილთან და მის ჯგუფთან (ბოკერია, ადეიშვილი, იაკობაშვილი, კეზერაშვილი…) თანამშრომლობს, ასოცირდება კორუფციასთან და იწვევს სრულ უნდობლობას საქართველოში..
მინდა გესმოდეს, რომ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არიან მხოლო ის ადამიანები, ვინც მათი მმართველობის დროს სარგებლობდნენ მატერიალური პრივილეგიებით, მათ შორის, ჯიბეში იდებდნენ ქართველი ხალხისთვის ამერიკის მიერ გამოგზავნილ დახმარებას. ხოლო თქვენს დასანახად ფასადურ შენობებს და ასევე ფასადურ დემოკრატიას აშენებდნენ.
ბოლო 13 წლის განმავლობაში ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მხრიდან დამნაშავე რეჟიმის უპირობო მხარდაჭერამ,სამწუხაროდ, გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობების ზრდა. ხოლო ნაციონალების მხრიდან დამკვიდრებულმა კლიშემ, “ვინც მათ მხარს არ უჭერს, ის ამერიკის წინააღმდეგი და “პრორუსია”, მოახდინა დისტანცირება ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის.არა და, ეს ხომ სასტიკი სიცრუეა!!!! მე ხომ ვიცი, რომ შენი ნამდვილი მეგობარი ვარ!!!ბოლოსკენ მინდა გითხრა, რომ წელს ოქტომბერში ჩემი ქვეყანა ახალ პარლამენტს ირჩევს.
მეშინია, რომ სააკაშვილი და მისი მრგინალური გუნდი წავა ყველა შესაძლო პროვოკაციაზე,ვიცი, ისინი არ მოერიდებიან სისხლისღვრასაც კი.
ვიცი, რომ აუცილებელია შეწყდეს სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერა ამერიკელი პოლიტიკოსების და მათთან ასოცირებული ინსტიტუტების მხრიდან. სხვა შემთხვევაში აქ შეიძლება დესტაბილიზაცია მოხდეს, ისინი შეეცდებიან არეულობის გზით და ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, და საბოლოო ჯამში მივღებთ ჩემი ქვეყნისთვის სავალალო შედეგს, ხოლო ამერიკა დაკარგავს პარტნიორს და გავლენას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამის აღდგენას კი თაობები დაჭირდება!.
ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა შენი კონგრესის წევრის, სტივ რასელის ტყუილებზე აგებულმა და პოლიტიკური კორუფციის შეგრძნებით დატვირთულმა გამოსვლამ, მაგრამ როდესაც ვწერდი, მოვისმინე ასევე შენი კონგრესმენის, ტედ პოს მოხსენება ჩემ ქვეყანაზე და მივხვდი, რომ ამერიკაში ბევრი ნამდვილი მეგობარი ცხოვრობს, მივხვდი, რომ ხიდები არ ჩამტვრეულა. მადლობა მას ამისთვის!
მე, რეზო რეხვიაშვილი,რიგითი ქართველი,ვარ ნაც.მოძრაობის,როგორც ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალის აკრძალვის და დასჯის მომხრე ,მაგრამ ამავე დროს ვრჩები ამერიკის,როგორც ქვეყნისა და მისი ხალხის მეგობარი. იმედია მომისმენ!!!… შენი ნამდვილი მეგობარი“, – წერია მიმართვაში.