„არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“

„არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში 4 თვით ადრე გადავა, რაც ბიუჯეტს 3 მილიონი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე ეს არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაწყების შემთხვევაში მოხდებოდა. ცესკო კი არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. რაც შეეხება ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას, ამომრჩეველთა განახლებული ერთიანი სია რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ვებ-გვერდზე.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკანონმდებლო მაცნეში ასახვის შემდეგ, რამდენიმე დღეში მზად იქნება სამართლებრივი აქტი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს. აქტში გაწერილი იქნება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, დეტალური ინფორმაცია და ვადები არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 2013 წელს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც მისამართ გაუქმებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩვლები ამოღებული იქნენ საარჩევნო სიიდან. დღესდღეობით ასეთი 98 000 ადამიანია, რომლებიც 2012 წელს ღებულობდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა დღეს ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მისივე თქმით, ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

„საკანონმდებლო დონეზე უნდა შევიდეს ცვლილება კანონში. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტიიურად 98 000 ადამიანს ეზღუდება ხმის მიცემის უფლება. 2012 წელს ასეთი კატეგორიას 46% შეადგენდა. რამდენიმე პოლიტიკური პარტია ვგეგმავთ, საკონსტიტუციო საჩივარის შეტანას. თუკი ეს ხარვეზი არ გამოსწორდა, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან კანონით 98 000 ამომრჩველს ეზღუდება არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც ფუნდამეტშივე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რეგისტრაციის მისამართის არმქონე პირს შეუზღუდო ხმის მიცემის უფლება, ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ხარატიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია ამ კატეგორიის ადამიანებს არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ისინი საპროტესტო ელექტორატს წარმოამდგენენ.

„როგორც წესი, ესენი არიან სახლიდან გამოგდებული ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. რა თქმა უნდა, ხელისუფებას არ უნდა, რომ ამ კატეგორიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. დანარჩენი, საარჩევნო სიები მისაღებია და რაოდენობაც შეესაბამება 2012 წლის სიების რაოდენობის ამომრჩეველთა რაოდენობას. მაინტერესებს სად არიან ის ადამაინები, რომლებიც იძახდნენ 1 000 000 ზედმეტობაზე და რომლებიც ხელისუფლებაში არიან?

სიები მაშინაც მეტ-ნაკლებად სწორი იყო, ისევე, როგორც დღეს. გარდა ამ რეგისტრაციიდან მოხსნილია ამომრჩვლების ის რაოდენობა, რომლებიც 2012 წელს იყვნენ სიაში. ეს შეიძლება გახდეს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი და ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ეს პროცესი“, - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.

მიეცემა თუ არა 98 000 ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს საკანონმდებლო ორგანოზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი, უკვე დარეგისტრირდა ორი პარტია - პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ და პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას -„ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიიღებს. რეგისტრაციის პროცესშია 10 პარტია.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებთან ინტენსიურად მუშაობს, რომ სია მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი იქნება.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ სია მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი იყოს. ოთხი თვით ადრე, თავისი სიის შემადგენლობას არც ერთი პარტია არ აკონკრეტებს“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

კანონით გათვალისწინებულ ვადებში გეგმავენ დარეგისტირებას „თავისუფალი დემოკრატები“. როგორც ზურაბ აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, არ დარჩება საკითხი, რომელიც მათი ყურადღების მიღმა იქნება დარჩენილი. რაც შეეხება საარჩევნო სიას, აბაშიძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით დღეს არსებული საარჩევნო სია ბევრად უკეთესია.

„განსაკუთრებული ეჭვის შეტანის საფუძველი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს იმიტომ, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარებოს. სია, რომელიც დღეს არსებობს, ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდეს დამისამართების ნაწილში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას დეტალურად მივაქცევთ ყურადღებას და გვექნება ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.