„ფინანსები კონცენტრირებულია სააკაშვილთან, ამიტომაც პარტიას უძნელდება მისგან სრული გამიჯვნა“

„ფინანსები კონცენტრირებულია სააკაშვილთან, ამიტომაც პარტიას უძნელდება მისგან სრული გამიჯვნა“

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულია ყოფილი ძალოვანების საკმაოდ ძლიერი ჯგუფი, რომლებიც პოზიციებს ფლობენ, როგორც თბილისის ორგანიზაციაში, ასევე რეგიონებში. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსური რესურსი თავმოყრილია სააკაშვილთან, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული გავლენები საზღვარგარეთ.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით კაბინეტურ მმართველობააქვს სახელები და გვარები - ბოკერია, მაჭავარიანი, გაბაშვილი დაფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“, როგორ ფიქრობთ, ვაშაძის სკანდალურ განცხადებას მოყვება გაგრძელება?

ვალერიან გორგილაძე: არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამძაფრდება ბრძოლა. სწორედ, სიის ფორმირება იქნება მთავარი კატალიზატორი ამ შიდა კონფლიქტებისა, რომელიც უკანასკნელი 3-4 წელია მძვინვარებს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ბუნებრივია, რომ ვაშაძე სწორედ ამ თანმიმდევრობით დაასახელებდა პარტიის წევრებს, ვინაიდან, დასამალი არ არის, რომ ბოკერია, გაბაშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და გოგორიშვილი განსაზღვრავენ ნაცმოძრაობის პოლიტიკას. რამდენიც არ უნდა იძახოს მიშა სააკაშვილმა, რომ ვაშაძის თემა ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციების შედეგია, ფაქტია, რომ ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენს.

ვაშაძე ოდესის გამოკვეთილი ხაზი იყო...

- რა თქმა უნდა. ამდენად, პრობლემის სათავე არა ბიძინა ივანიშვილის მანიპულაციაა, არამედ ის, რომ რეალურად არსებობს შიდა დაპირისპირება. პარტიაში არის რამდენიმე ჯგუფი და ეს ჯგუფი ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის გავლენის გაძლიერებას ნაცმოძრაობაში. ანუ, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის შიგნით პოზიციებს იმაგრებს ჯგუფი, რომელიც ერთი მხრივ უკავშირდება ბოკერიას და გაბაშვილს, მეორე მხრივ, მაჭავარიანს და გოგორიშვილს.

შესაბამისად, ვაშაძის ნაცმოძრაობიდან წასვლას სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენდა, ეს სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა. ეს არის მესიჯი სააკაშვილისთვის, რომ მცდელობები, მხოლოდ მან მოახდინოს „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმირება, მას არ გამოუვა. უდავოა, რომ სააკაშვილს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა.

ვაშაძეს ორჯერ ჰქონდა მცდელობა დაემკვიდრებინა ადგილინაციონალური მოძრაობისელიტაში, მაგრამ ორივე წარუმატებლად დასრულდა. მიზეზი, რატომაც უარი თქვა მერის არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტიის განახლების სუვრილს ვერ ხედავდა ნაციონალებში, თუმცა ამის მიუხედავად პარტიაში დარჩა. დღეს, როდესაც იგივე მიზეზით ტოვებს პარტიას, ეს რამდენად აზარალებსნაციონალურ მოძრაობას“?

- ეს ნაციონალების პრობლემაა, რომელიც თვითონ უნდა მოაგვარონ, თუკი ამის შიდა რესურსი აქვთ. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება პოლიტიკური ნება, გამბედაობა, წარსულზე უარის თქმა და ახალი რესურსის მოყვანა. ეს არის ის პრობლემები, რისი გადაწყვეტაც ნაციონალებს არ სურთ და ამის რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვხედვათ, რომ ჯერ პორტირებული ე.წ. ნაცების გადმოსვლა მოხდა უმრავლესობის ფრაქციებში, შემდეგ სხვადასხვა წევრებმა დატოვეს პარტია, ამის შემდეგ „გირჩის“ მთელი ბირთვი წამოვიდა, ანდრო ბარნოვი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძის განცხადება არც პირველია და არც უკანასკნელი. ამ თვალსაზრისით, პრობლემები შეექმნება „ნაციონალურ მოძრაობას“ შემდგომშიც.

ერთია პრობლემები რაც შიგნით აქვთ, მაგრამ მეორეა რამდენად გააცნობიერებენ და მიაღწევენ კომპრომისს, რომ ერთიანი სიით წარსდგნენ, ეს არის პრობლემა, რადგან შეიძლება შეიქმნას ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ნაციონალებს ე.წ. პროდასავლურ ფლანგზე. ვგულისხმობ ბურჭულაძის პოლიტიკურ ორგანიზაციას და გარდა ამისა, ვითვალისწინებ რა შესაძლო კოალიციას რესპუბლიკელებთან და ალასანიასთან. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაციონალებს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა შეექმნას. შესაძლოა, ამ კოალიციამ ჩაანაცვლოს ნაციონალები როგორც ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური ძალა.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილის მოსაზრებით, იმდენად დაკავებულია პროდასავლური ფლანგი, რომ დამატებით ახალი ძალებისთვის ადგილი არ არის...

- ამიტომ ვამბობ, რომ გაერთიანების შემთხვევაში ბურჭულაძეს, ალასანიას და რესპუბლიკელებს აქვთ შანსი, რომ გარკვეული სინერგია შესძინონ ერთმანეთს. უფრო მაღალი მაჩვენებელი აჩვენონ, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ფიქრობთ, რომ „ფასადად ქცეული დავით ბაქრაძის“ წასვლაშიდა დაპირისპირების მორიგი გამოვლინება, მით უმეტეს ვიცით, რომ გავლენის მოსაპოვებლად დიდი დაპირისპირებაანაციონალურ მოძრობში“...

- ცნობილია, რომ ე.წ. ახალაიას კლანსა და ბოკერიას შორის არსებობს დაპირისპირება, მაგრამ ვნახოთ რითი დამთავრდება ის ზავი. აქ მნიშვნელოვანია სააკაშვილის როლი, ანუ რა კონტრიბუცია დაეკისრება მას, რადგან ფინანსური რესურსი კონცენტრირებულია სწორედ სააკაშვილთან და ამიტომაც, პარტიას უძნელდება სრული გამიჯვნა სააკაშვილისგან. რაც შეეხება ბაქრაძეს, იგი მართლაც ფასადურია. ბაქრაძე როგორც ყველაზე „სიმპათიური“ მხოლოდ NDI-ის რეიტინგში ჩანს, მაგრამ მისი რეალური გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ვფიქრობ, რომ ნაციონალებისგან ბაქრაძის წასვლა ბევრად უფრო დიდ ზიანს მიაყენებს პარტიის იმიჯს და რეპუტაციას, ვიდრე ვაშაძის ან „გირჩის“ მთელი ჯგუფის გამოსვლა. ბაქრაძე ბევრთან ასოცირდება როგორც ზომიერი და მეტ-ნაკლებად მისაღები სახე „ნაციონალური მოძრაობისა“. ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და პრაქტიკულად, თავისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიით მოახდინა რღვევის შეჩერება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამდენად, „ფასადური ბაქრაძის“ გამოსვლა დამანგრეველი და დარტყმა იქნება ნაციონალების იმიჯზე და ეს სიმბოლურიც არის, ვინაიდან დღესდღეობით ეს ძალა მეტად ფასადურია ვიდრე რეალური.

ვაშაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალებისგან საზოგადეობა ელოდა ახალ ინიციატივებს. ერთია, რას ელოდა საზოგადოება, მაგრამ მეორეა რატომ არ აქვთ ნაციონალებს განვითარების სურვილი. მათ არ აქვთ განვითარების თეორიული შანსი, თუ ამის პოლიტიკური სურვილი არ არსებობს?

- აქ პრობლემების მთელი კომპლექსია. იქ არის სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფს მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაფერი სწორად კეთდებოდა და ამართლებს იმ ქმედებებს, რომელსაც სჩადიოდა ყოფილი ხელისუფლება. არის ფრაქციები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დაშვებული იყო შეცდომები. თუმცა, მათაც უჭირთ ამ შეცდომების გადაკვალიფიცირება დანაშაულში. ამის შინაგანი ძალა მეტ-ნაკლებად აღმოაჩნდათ „გირჩის“ წევრებს, რომლებიც იმავეს ამბობდნენ რასაც ვაშაძე, მაგრამ ვაშაძე ამას ამბობს უშუალოდ არჩევნების წინ და სიის ფორმირების პროცესში. „გირჩმა“ კი, თქვა ერთი წლის წინ. მაშინ, ვაშაძე სწორედ იმაში სდებდა ბრალს „გირჩს“, რაშიც დღეს მისი თანაპარტიელები მას სდებენ ბრალს, როდესაც მიანიშნებენ, რომ აქ ივანიშვილის ხრიკებია.

ანუ, „ნაციონალურ მოძრაობაშიარ არის შეთანხმება მთავარ საკითხზე, როგორ შეფასდეს მათი მმართველობა?

- არა. ერთია რას ლაპარაკობენ საჯარო გამოსვლებში, მაგრამ შიგნით არ არის გარკვეული განცდა იმისა, რომ საჭიროა განახლება, წარსულის გადაფასება, ახალი პრიორიტეტებისა და ამოცანების განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ ბოკერიას ჯგუფი ამ აზრზე არის, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ყოფილი ძალოვანების ჯგუფები საკმაოდ მძლავრ პოზიციებს ფლობენ, როგორც თბილისის ორგანიზაციაში, ასევე რეგიონებში. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსური რესურსი თავმოყრილია სააკაშვილთან, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული გავლენები საზღვარგარეთაც. ეს ყველაფერი კომპლექსში ართულებს ამ პროცესს. შიდა კონფლიქტი კიდევ ერთი დაბრკოლებაა იმისთვის, რომ ნაციონალებმა თავისი პოლიტიკური გუნდის სერიოზული განახლება განახორციელონ, რაც სერიოზულ პრობელმებს უქმნის ამ პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ მომავალს.

რღვევის პროცესი გაგრძელდება? თითქმის ყველა ახალმა სახემ დატოვანაციონალური მოძრაობადა ისევმოქალაქეთა კავშირისჯგუფი დარჩა, ეს უფრო დიდი პრობლემა არ არის ამ პარტიისთვის?

- დიდი ალბათობით გაგრძელდება რღვევის პროცესი. რა მასშტაბებს შეიძენს და რა წონის მქონე პოლიტიკოსები დატოვებენ ამ მოძრაობას, განაპირობებს ამ დანაკარგს, რომელსაც განიცდის ეს პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება მეორე ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება, დიდწილად შემდგომი პროცესი, ალბათ, უფრო რღვევასთან იქნება დაკავშირებული. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ პარტიას აქვს რესურსი შეინარჩუნოს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი. თუმცა, პროცესები რომელიც ვითარდება და კიდევ განვითარდება, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაამძიმებს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მდგომარეობას. ნაცმოძრაობაში ძალიან ბევრი კონფლიქტია დაგროვილი, არის რისკი იმისა, რომ ერთბაშად იფეთქოს ამ კონფლიქტებმა, რამაც შეიძლება მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ანუ ძალაინ მძიმე რინგი ელოდება წინნაციონალურ მოძრაობას“.

- ნამდვილად, შიდა გლადიატორული ბრძოლები აქვთ, რაც მათი პირველი პრობლემაა. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ამ პარტიაში იმდენი პრობლემაა, რამდენ კედელზე გამოჩნდება ბზარი და გადავა თუ არა საძირკველზე, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებს „ნაციონალური მოძრაობას“. ანუ აბსოლუტურად ვრწმუნდებით, რომ რეალობას არ შეესაბამება ის, რასაც მათ უხაზავს NDI და IRI.

ნაციონალური მოძრაობაარსებული შემადგენლობით დაუბრუნდებამოქალაქეთა კავშირს“ - მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი, ბარამიძე - ესენი ხომ შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირისსახეს წარმოადგენდნენ?

- „მოქალაქეთა კავშირის“ წიაღში იშვა „ნაციონალური მოძრაობა“. იქ კვლავ არიან პარტიული ფუნქციონერები, რომელთა მოღვაწეობას 20 წელია ფართო აუდიტორია უცვლელად ადევნებს თვალყურს. დიახ, ისევ ეს გუნდი ინარჩუნებს პოზიციებს და გავლენებს.