PSP-მ ქართველი მომხმარებლისათვის განახლებული ბრიტანული მოდელის აფთიაქი გახსნა. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი ფარმაცევტული ზონა, როგორც ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისთვის, ასევე, სკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ყოველ პარასკევს 14:00-დან 20:00 საათამდე მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ გაიკეთოს და ჩაიტაროს კანის დიაგნოსტიკა.
რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასდაკლების დღეებს, კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. 10 ლარის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ერთვება PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში, რომელიც მომხმარებელს ბინის, 2 000 ლარიანი ხელფასის და მერსედერსის მოგების შანსს აძლევს.
PSP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ახალი აფთიაქის გახსნა და აღნიშნა, რომ მსგავსი აფთიაქების გახსნა ეტაპობრივად იგეგმება.
„ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიცაა ახალი აფთიაქის ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია ვიდრე აფთიაქი. ეს პირველია და ანალოგიური ტიპის აფთიაქები თბილისის ყველა უბანში და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება“, - აღნიშნა გოჩა გოგილაშვილმა.
ფორმატის განახლებაზე ქართველეთან ერთად ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. როგორც კონცეფციის ბრიტანელმა თანაავტორმა ტობიას ჰაინესმა აღნიშნა, ასეთი ტიპის აფთიაქი არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ არსებობს.
„ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობთ და შევეცადეთ ქართველი მომხმარებელზე გათვლილი უნიკალური კონცეფცია შეგვემუშავებინა. PSP-ს ახალი ფორმატი სრულიად ინოვაციურია ქართულ ბაზარზე და მსოფლიოს თანამედროვე ტრენდებს სრულიად პასუხობს . აუცილებლად ვურჩევთ პსპ-ს წარმომადგენლებს ახალი კონცეფციით დიზაინისა და ბრენდინგის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებს ტობიას ჰაინესი.