„საზოგადება იდეოლოგიურ ლიდერებს, გადამრჩენელ მესიებს და სასწაულმოქმედებს ნამდვილად აღარ ეძებს“

„საზოგადება იდეოლოგიურ ლიდერებს, გადამრჩენელ მესიებს და სასწაულმოქმედებს ნამდვილად აღარ ეძებს“

საზოგადოების და ექსპერტთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო 25 წელიწადია საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არაფერი იცვლება და ყველაფერი მოძველებული გზით მიდის, ნაწილს კი ყოველი არჩევნების წინ სჯერა, რომ ქვეყანას ახალი აღმშენებლობის პერიოდი დაუდგა და ამიერიდან, ყველაფერი კარგად იქნება. რა განწყობაა დღეს ქართველ ამომრჩეველში, დაინგრა თუ არა კლიშეები, გავხდით თუ არა პრაგმატული ამომრჩეველი, ვინ ელოდება მესიის გამოჩენას და ვინ მოახერხებს ახალ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას?

For.ge პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა

როგორ შეაფასებდით 2012 წლის და 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდს?

- 2012 წელი მიშა სააკაშვილის რეჟიმის არჩევნების ბოლო პერიოდი იყო. გვახსოვს მაშინდელი საზოგადოების განწყობები. მაშინდელი საარჩევო კამპანია გამოირჩეოდა მრავალმრხრივი ნაკლოვანებებით. მიუხედავად იმის, რომ არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვა მოიპოვა იმან, ვინც ელექტორატის ძირითად ნაწილს სურდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის არჩევნები თავისუფალი იყო. იყო დევნა, შევიწროება საარჩევნო ოპონენტების მიმართ და ა.შ.

დღეს ვითარება აბსოლუტურად სხვაა. საარჩევნო გარემო შეცვლილია, არის რეალური შედეგები. არასაპარლამენტო ოპოზიციას პრინციპული ხასიათის, განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია და ეს საყურადღებოა. მათ რიგებში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, საინტერსო ანალიტიკოსებიც ჰყავთ და ვფიქრობ, მათი მოსაზრებები ადრე თუ გვიან გასათვალისწინებელი იქნება.

2012 წლის არჩევნების პერიოდში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიზანი სააკაშვილის რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის დაქართული ოცნებისდახმარებით, შეცვლა გახლდათ. თვლით, რომ დღეს საზოგადოებას ისეთივე კონკრეტული მიზანი გააჩნია?

- არ ვიტყოდი, რომ 2012 წლის არჩევნებში საზოგადოების დიდი ნაწილი ერთხმად მოითხოვდა სააკაშვილის რეჟიმის გადადგომას. მათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავდათ. ჩემთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი საზოგადოების ერთსულოვნება და ერთაზრიანობა გახლავთ.

რას გულისხმობთ?

- სადაც დაპირისპირებული მოსაზრება და აზრთა ჭიდილი არ არის, ჭეშმარიტების მიგნება ძალიან რთულია. ის, რომ მაშინაც და ახლაც, ყოფილ ხელისუფლებას ჰყავდა მხარდამჭერები, ეს ძალიან კარგია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა გარდა, იყვნენ ასევე იმ პარტიათა მხარდამჭერებიც, რომელთაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. დღესაც შემდეგი ვითარება გვაქვს - არის ორი ძირითადი დაპირისპირებული ძალა და ბევრი სხვა სუბიექტი. ბევრი მათგანი დღევანდელ ხელისუფლებას - პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ენათესავება. ზოგი იდეურად, შინაგანად და პერსპექტივაში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ნაციონალების ფრთაზე მოიაზრება და არიან პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ ტრადიცებიც. შეიძლება მათი ელექტრორატი წონადი არ იყოს, მაგრამ ეს პარტიები, თუ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, მხოლოდ გაამრავალფეროვნებენ საპარლამენტო დებატებს. ეს დადებითი მოვლენაა.

ის, რომ არჩევნების წინ მმართველი კოალიცია დაიშალა და პარტიებად დაიყო, ვთვლი, რომ ეს მათი მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იყო. მათ საზოგადოებას რეალური არჩევანის საშუალება მისცეს, რათა საბოლოოდ გავიგოთ, ვის რამდენი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდანდან გამომდინარე, შემდგომ პარლამენტში დაჯგუფებებსა და ალიანსებზე იფიქრონ. დღევანდელი კონფიგურაცია სხვანაირი და წინგადადგმული ნაბიჯია ბევრი თვალსაზრისით.

აქ შეიძლება კიდევ ერთი მომენტიც განვიხლიოთ - პარტიათა დაფინანსების მომენტი, რაც პოლიტიკურ პროცესს დაღს ასმევს. ორ ძირითად ძალას - „ქათულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაფინანსება ყველაზე მეტი აქვთ, დანარჩენ პარტიები კი იძულებულები არიან წინასაარჩევნო კამპანია შემჭიდროვებულ ვადებში გააცნონ ამომრჩეველს. სამწუხაროა ისიც, რომ პარტიების უმრავლეობა სუსტია. შეიძლება მათი ლიდერები მაღალი დონის პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ თვითონ პარტიული ორგანიზაცია არის სუსტი. გარდა ამის, გაერთიანებულ პარტიებს, კოალიცებს სხვადასხვა დაქსასული პოლიტიკურ-ეკლექტური, განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები გააჩნიათ. მაგალითად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, დღევანდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არ მალავს, რომ მემარჯვნე ხედვები გააჩნია, მაშინ როცა პარტია მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩევა. ამაში დიდ პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან ბოლო ოცი წელიწადია, დიდ ბრიტანეთში, ლეიბორისტების და კონსერვატორების სოციალური ხედვები, ერთმანეთისგან დიდად აღარ განსხვევდება.

NDI-ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 62%- ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცემს ხმას, ან წავა თუ არა არჩევნებზე. რამ გამოიწვია ეს გაურკვევლობა საზოგადოებაში, არის ეს იმედგაცრუების შედეგი, თუ ქართული საზოგადოება, ყოველი არჩევნების წინ, ისევ ახალ ლიდერს ელოდება?

- საქართველოში კვლევების მიმართ, დიდი ნდობა არ არის. თუმცა, ამის გარეშეც ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ყოყმანობს ვის მისცეს ხმა, ან წავიდეს თუ არა არჩევნებზე. ვფიქრობ, ამ საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა ისიც იქნება, თუ როგორ მიიყვანონ ამომრჩეველი საარჩევნო ურნებთან.

რაც შეეხება ლიდერების თემას. ჩვენს რეალობაში ქარიზმატული ლიდერები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან. დღეს ქართველი ამომრჩეველი საქმის გამკვეთებლს, პოლიტიკურ მენეჯერს ეძებს, რომელიც ქვეყნის ეკონიმიკურ აღმშენებლობას შეუწყობს ხელს. საზოგადება მენტალურ, იდეოლოგიურ ლიდერებს, გადამრჩენელ მესიებს და სასწაულმოქმედებს ნამდვილად აღარ ეძებს და ეს ძალიან კარგია.

ნიშნავს ეს, რომ იდეოლოგიური ამომრჩევლიდან პრაგმატულ ამომრჩევლად ჩამოვყალიბდით?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი ბოლომდეა მისული. ჩვენი ისტორიის მანძილზე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პროცესი ხანგრძლივად არ გვქონია. მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ დიქტატორებით და მმართველებით ვამარაგებდით ეგვიპტეს, ერაყს, დიდ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად რომ გვემართა სახელმწიფო, სამწუხაროდ, ამის ცოტა დრო და საშუალება გვქონდა. ჩვენ ჩვენ ქვეყანასთან ერთად ვიზრდებით. გვახსოვს, 2012 წლის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ბევრს ჰპირდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც შეუსრულებლი დარჩა, რამაც საბოლოოდ, საზოგადოების გარკვეული ნიჰილიზმი გამოიწვია. „რაც - ერი, ის - ბერი“ - რაც - საზოგადოება, ის -პოლიტიკური ისტებლიშმენტი. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ცდილობენ ბევრი დაპირება მისცენ ხალხს.

ვფიქრობ, რომ წელს ეს სიტუაცია შეიცვლება და დანაპირები უფრო რეალისტური და კონკრეტული იქნება და პარლამენტიც ბევრად მეტი პროფესიონალებით დაკომპლექტებული იქნება.

და ბოლს, როგორი იქნება თქვენი წინასწარი პროგნოზი, რომელი პარტიები გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და პარლამენტში მოხვდებიან?

- არ მიყვარს წინასწარ პროგნოზების გაკეთება და მარჩიელობა, რადგან არჩევნების შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიებზე, ძირითადი მოთამაშეებისადმი ჩვენი საგარეო პარტნიორების დამოკიდებულებაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის ეფექტურობასა და რეალურ მიუკერძოებლობაზე. მაშფოთებს საგარეჯოს არჩევნების პრეცენდენტი, მიუხედავად ყოველგვარი გეოპოლიტიკური ქვეტექსტებისა, ჩვენ საბლოოდ უნდა ვთქვათ უარი, არჩევნების შედეგების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც 25 წელია ქვეყანაში გრძელდება. თუ ჩვენ სტერეოტიპებისგან არ გავთავისუფლდით, არ გვენდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს.

არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება მედიაზეც. ჩვენს ქვეყანაში სამ პარტიას საკუთარი ტელევიზია გააჩნია -„რუსთავი 2“-ს, „ობიექტივს“ და GDS-ს ვგულისხმობ. ამ პარტიებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ ამომრჩეველთან კონტაქტის. მედიის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია. გუშინ ბრძანებდა საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომ არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ ძალთა განლაგება უეცრად, პროდასავლურ ძალთა საზიანოდ შეიცვალოს. პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან ასეთი პოლიტიკური განცხადებეს გაკეთება მიუღებელია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცები დასავლეთიდან ფინანსდებიან, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიის განვითარება საქართველოში და არა კლიშეების დამკვიდრება.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვფიქრობ, არჩევნებში დაწინაურდება „ქართული ოცნება“ და მოახერხებს საპარალმენტო უმრავლესობას მოპოვებას, რაც მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტების საშუალებას მისცემს, თუმცა, მას მაინც დასჭირდება კოალიციის შექმნა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, რიგითობის გარეშე, პარლამენტში შევა „ნაციონლური მოძრაობა“, მას 10-15%-ანი მყარი ელექტორატი ჰყავს, „თავისუფალი დემოკრატები“, „ლეიბორისტები“, „პატრიოტთა ალიანსი“ . ბურჯანაძის პარტია, რესპუბლიკელებსაც აქვთ ამის შანსი და არ არის გამორიცხული, თუ კარგად დაჯგუფდებიან, არასაპარლამენტო ოპოზიციაც მოხვდეს საკანონმდებლო ორგანოში.