საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ეადგილიდაიკავა.
ანგარიშის მიხედვით, შარშანდელთანშედარებით,საქართველოს რეიტინგი 5 ადგილითგაუმჯობესდა, რადგან 2015 წელს ორგანიზაციამ საქართველოს 69-ეადგილი მიანიჭა.
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რეგიონში საქართველო კვლავ ლიდერია. რეიტინგის თანახმად, სომხეთი 74-ე, უკრაინა 107-ე, რუსეთი 148-ე, აზერბაიჯანი კი 163-ე ადგილებზე დასახელდნენ. 77-ე ადგილზეა მოლდოვა, თურქეთმა კი 151-ე ადგილი დაიკავა.
საქართველო, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს- უნგრეთს (67), იტალიას (77), საბერძნეთს (89) და ბულგარეთს (113).
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინდექსის მიხედვით, საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 36 პუნქტით გაუმჯობესდა.
2012 წელს საქართველო მე-100 ადგილზე დასახელდა, 2013 წელს 84-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 69-ე,2015 წელს კი 64-ე ადგილი დაიკავა.
ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, კი საქართველო რეგიონში 2011 წელს 105-ე ადგილზე დასახელდა და პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში 77-ე ადგილზე მყოფ სომხეთს დაუთმო.
2016 წლის ანგარიშში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს