ლიმონის ცივი წვნიანი

ლიმონის ცივი წვნიანი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1/2 ცალი ლიმონი, 2 ს/კ მანანის ბურღული, 
1 ს/კ შაქარი, 1 ც. კვერცხის გული, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: კვერცხის გული, შაქარი, ლიმონის წვენი კარგად ათქვიფეთ. 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალში, ჩაყარეთ მწიკვი მარილი, მანანის ბურღული და ხარშეთ მზაობამდე, შემდეგ შეაგრილეთ 70-80°-მდე, მანანის მასას მუდმივად ურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული. სუფრაზე გატანის წინ წვნიანი გააციეთ.