ვლადიმერ გროისმანი - გზა ზეინკლობიდან პრემიერ მინისტრობამდე

ვლადიმერ გროისმანი - გზა ზეინკლობიდან პრემიერ მინისტრობამდე

უკრაინის რადამ პრემიერ მინისტრის პოსტზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა დაამტკიცა. გროისმანს 257-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საკანონმდებლო ორგანომ ასევე დაუჭირა მხარი ყოფილი პრემიერის, არსენ იაცენიუკის თანამდებობიდან გადაგომას, მისი მთავრობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების დადგენილება კი გააუქმა.

ვინ არის უკრაინის ახალი პრემიერი ვლადიმერ გროისმანი?

38 წლის გროისმანი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია უკრაინის ისტორიაში.

ვლადიმერ გროისმანი 1978 წელს დაიბადა ქალაქ ვინიცში. მუშაობა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, სკოლის პერიოდში სწავლის დროს მამისის, ბორის გრეისმანის მიერ ჩამოყალიბებულ კოოპერატივ „შკოლნიკში“, ზეინკლად დაიწყო.

2007 წელს გროისმანი, სამწლიანი სწავლის შემდეგ, რეგიონალური აკადემიის იურისპრუდენციის დიპლომს იღებს.

2010 წელს გროისმანი უკრაინელი ჩინოვნიკების საყვარელ სასწავლებელს - პრეზიდენთან არსებულ სახელმწიფო მმართვის ეროვნულ აკადემიას, „ადგილობრივი და რეგიონალური მართვის სპეციალისტის მაგისტრის“ წოდებით ამთავრებს.

გროისმანს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს პროტეჟეს ტყუილად არ უწოდებენ. 2010 წლის 31 ოქტომბერს მისი კანდიდატურა „პარტია „უკრაინის სინდისმა“ ვინიცის მერის კანდიდატობის პოსტზე დააყენა. გროისმანმა ხმების 77,8 %-ის მოაგროვა და არჩევნებში გაიმარჯვა. პარტია „უკრაინის სინდისს“ სწორედ პეტრე პოროშენკო მფარველობდა. იმავე წლის გუბერნატორის პოსტზე სწორედ ამ პარტიის კანდიდატურა გახლდათ ვინიცის ყოფილი მერი, პოროშენკოს უახლოესი მეგობარი ალექსანდრ დომბროვსკი, რომელმაც გროისმანის მსგავასად, ხმათა უმრავლესობით მოახერხა გუბერნატორის პოსტის დაკავება. ამჟამად დომბროვსკი რადის პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი გახლავთ.

უკრაინის რევოლუციის შემდეგ, პოროშენკოს ლობირებით, გრეისმანი იარსდენი იაცენიუკის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს, შემდეგ კი რადის სპიკერი ხდება.

კიდევ ერთი ფაქტი ყოფილი ზეინკლის ბიოგრაფიიდან. მიუხედადავად იმისა, რომ გროისმანი პოროშენკოს უშუალო პროტეჟეა, დღემდე არ გახლავთ უკრაინის პრეზიდენტის პარტიის წევრი. მეტიც, გროისმანის პარტიამ „ვინიცის ევროპული სტრატეგია“ დამოუკიდებლად მიიღო 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

უკრაინის პრემიერ მინისტრის არსენ იაცენიუკის გადადგომა და მის ადგილას პოროშენკოს კანდიდატის ვლადიმერ გროისმანის არჩევა, დასავლეთის მედიამ სხვადასხვანაირად შეაფასა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინელ ხალხს არა მარტო უკვე ყოფილი პრემიერი არსენ იაცენიუკი, არამედ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტიც პეტრე პოროშენკოც ყელში ამოუვიდათ, რომელთაც უკრაინა ღრმა კორუფციულ ჭაობში ჩაძირეს.

„იაცენიუკის გადადგომა, უკრაინული რეფორების ჩავარდნას ნიშნავს“, - წერს გამოცემა.

Financial Times -ის ინფორმაციით, არსენ იაცენიუკმა, რომელმაც დიდიხნის ზეწოლის და „ხელოვნური კრიზისის“ შექმნის შემდეგ, თანამდებობა დატოვა, თავისი პარტიით მემარჯვენე კოალიციას შეუერთდა.

„ამით მან გარკვევით მიანიშნა, რომ მისი პარტია მზად არის ქვეყნაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. იაცენიუკი შეეცდება, უკრაინაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ჩავარდნილი რეფორმები, კორუფცია და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მხოლოდ პოროშენკოს სახელს დაუკავშირდეს“, - წერს გამოცემა.

Christian Science Monitor კი, დადებითად მიიჩნევს პრემიერის პოსტზე პოროშენკოს გუნდის წევრის მოსვლას და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი აშკარად მიუთითებს იმას, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოდის და ახალი, რეალური რეფორმებისთვის მზად არის.

„ომის და მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე, დასავლელი კრედიტორები ქვეყნის მთავრობის სტაბილურ ურთიერთობებს ითხოვდნენ. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ახალი პრემიერის სავარძლის დაკავების შემდეგ, გროისმანის მთავრობას სავალუტო ფონდმა, ოქტომბრიდან შეპირებული 17, 5 მილიარდი დოლარი გადმოურიცხოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

მართალია, გროისმანი პოროშენკოს პროტეჟეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ პრემიერს საკუთარი მიზნები გააჩნია. ის რამდენიმე დღის განმავლობაში უარს აცხადებდა პოსტის დაკავებასა და პოროშენკოს მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაზე, მანამ, სანამ ძველმა მეგობარმა არ დაუთმო და გროისმანმა რამდენიმე მომხრე არ შეიყვანა სიაში.

ვინ არიან გროისმანის ახალი მთავრობის წევრები?

Корреспондент.net ის ინფორმაციით, გროისმანის მოადგილეები, წარმოშობით ვინიცელი ვლადიმერ სიტიონი და ანდრეი რევა ჯანდაცვის და განსახლების მინისტრის პოსტებს დაიკავებენ. გროისმანის რადის აპარატის უფროსი ალექსანდრ საენკო ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. გამოცემის ინფორმაციით, კიდევ ორ ადგილს - ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის მინისტრების ადგილს დაიკავებენ გროისმანის გუნდის წევრები, მინისტრების დანარჩენ სავარძლებს კი პრეზიდენტ პოროშენკოს კანდიდატურები დაიკავებენ.