ბოსტნეულის სალათა

ბოსტნეულის სალათა

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 500 გრ კომბოსტო, 1 კიტრი, 1 სტაფილო, 1 ბულგარული წიწაკა, 1 თავი ხახვი, 4 ს/კ ზეთი , 1/2 ლიმონის წვენი , სანელებლები, ოხრახუში.

მომზადების წესი: კომბოსტო დავჭრათ წვრილ ღერებად, კიტრი პატარა კუბიკებად ან ღერებად. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ბულგარულ წიკაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ ნახევარრგოლებად. ხახვი დავჭრათ, მოვშუშოთ ზეთში და გავაციოთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ ლიმონის წვენისა და მაიონეზის ნარევი და დავუმატოთ სანელებლები. სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ ოხრახუშის ღერებით.