უკრაინულმა გამოცემა Odessit.ua -ს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის ბრძანებულებას.
გამოცემა და უკრაინული მედია რამდენიმე დღის წინ საუბრობდა, რომ პორშენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ უკვე ღიად გაირბინა და უკრაინის პირველმა პირმა სააკაშვილის გადადგომის შესახებ ბრძანებულება უკვე გამოსცა, მხოლოდ - ღია თარიღით.
მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის ალექსანდრ ბოროვიკის განცხადებით, უკრაინული და რუსული მედია ამ ინფორმაციას პირველად არ ავრცელებს.
„უკვე მეოთხეჯერ მესმის, რომ პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის გადაყენებას ხელი მოაწერა. „ოპოზიციური ბლოკის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა და თანაგრძნობით მკითხა, როგორ ვგრძნობდით თავს? ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენ ვინერვიულოთ. გადაყენების დამადასტურებელი დოკუმენტი კი არსად ჩანს“, -განუცხადა ბოროვიკმა უკრაინულ „vesti“-ს.
ეს თემა „პანამური დოსიეს“- Mossack Fonseca -ს ოფშორულმა სკანდალმა გადაფარა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ღიად დაადანაშაულეს კორუფციასა და სახელმწიფოსგან გადასახადების დამალვის საკითხში.
ფსიქოლოგი და ბლოგერი ვიქტორ ფედორონჩუკმა wikilex.com.ua-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ „პანამური დოსიეს“ სკანდალს პროვოცირება და პიარი სწორედ პოროშენკოს მომხრებმა გაუკეთეს, რადგან ეს სკანდალი უკრაინის პრეზიდენტს, სწორედაც რომ ხელს აძლევდა. „სახელმწიფოს პირველი პირის მიმართ ბრალდება, საკამოდ უსუსურად გამოიყურება. მილიარდერს 3000 დოლარის გადაუხდელობა ბრალდებად წაუყენო - საკმაოდ სასაცილოა. ხალხმა „ორთქლი გამოუშვა“, პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები სერიოზულ ხასიათს არ ატარებს, პოროშენკოს პოზიციები ძლიერდება, რადგან მისი მოწინააღმდეგეები, ამ ფონზე სულელურად გამოიყურებიან“, -წერს ფედორონჩუკი ბლოგში.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა. პოროშენკომ პირადად მიიწვია უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტი და მას და მის ჯგუფს უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. პოროშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გამოცდილება დიდად დაეხმარებოდა ახალი ქვეყნის აღმშენებლობაში, ექსპრეზიდენტის მიმართ კი მას, პირადად, უდიდესი ნდობა გააჩნდა. სააკაშვილი კი უკრაინულ და სატელევიზიო ეთერებში ხმამაღლა აცხადებდა, რომ პოროშენკოს და იაცენიუკის ერთმანეთთან შედარება, უბრალოდ სასაცილო იყო, ქვეყნის პრეზიდენტს კი „დიდ რეფორმატორს“ უწოდებდა, რომლის ძალაც, სწორედ რეფორმების გატარების სურვილში ჩანდა.
რატომ ჩატყდა ხიდი ძველ მეგობრებს შორის?
ოფიციალური ვერსიით, განხეთქილება პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რადამ და მთავრობამ უკრაინის პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის გადაყენება ვერ შეძლო, რომლის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც სწორედ მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. მან მხარი უკრაინის რადას ფრაქცია „სამოპომოშჩს“ დაუჭირა, რომელმაც იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინასთან“ ერთად, კოალიცია დატოვა. ახლა რადაში უმრავლეობის მოსაპოვებლად იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“ და „პოროშენკოს ბლოგი“ ოლეგ ლიაშკოს „რადიკალებს“ უმრავლესობის შესაქმნელად ევაჭრებიან.
სააკაშვილის და „სამოპომოშჩის“ ტანდემს ოდესის ოლქის პროკურორის და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის, დავით საყვარელიძის პოსტიდან გადაყენება მოჰყვა. მისი ადგილი ნიკოლაი სტოიანოვმა დაიკავა. სააკაშვილმა მას „მულტიმილიონერი და გამაძღარი პროკურორი“ უწოდა. საყვარელძემ, რომელიც თანამდებობიდან პროფესიონალური ეთიკის დარღვევების გამო გადააყენეს - რომ სტოიანოვი ბიზნესმენ კოლომოისკის, სააკაშვილის ძირითადი მტრის, ახლო მეგობარია.
რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი ყოფილ მეგობარს -უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს და ღიად დაადანაშაულა ქვეყანაში კორუფციის ხელშეწყობაში?
უკრაინელ ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანს, არა იაცენიუკი, არამედ სწორედ პოროშენკო წარმოადგენდა და მთელი მისი მოღვაწეობა უკრაინის ტერიტორიაზე, სწორედ პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული.
wikilex.com.ua-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში ვიქტორ ფედორონჩუკი აცხადებს, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის „ანტიკორუფციული ბრძოლის“ პროექტი, პოროშენკოს ეკუთვნოდა, მცდარია.
„ასეთი მეთოდები პოროშენკოსთვის დამახასიათებელი არ არის. არც ამბიციური სააკაშვილი დათანხმდებოდა „სატყუარას“ როლს. დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველოს ყოფილმა ლიდერმა ეს საკუთრი ინიციატივით ან მათი მხარდაჭერით წამოიწყო, ვინც მას უკრაინის ხელისუფლებისთვის ბრძოლა ურჩია. სააკაშვილის ბრძოლა არა იაცენიუკის, არამედ პოროშენკოს წინააღმდეგ იყო მიმართული. გუბერნატორი პრეზიდენტის რეაქციას ელოდებოდა, რომ კორუფციაში სახალხოდ დაედანაშაულებინა და მისი ადგილი დაეკავებინა“, - წერს ფედორონჩუკი.
უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბლოგერი კარლ ვოლოხი მისი და ზურაბ ადეიშვილის შეხვედრას და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების გეგმებზე წერს.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანაშემწეს იურიდიულ საკითხებში ზურაბ ადეიშვილს შევხვდი, ვკითხე, რას ფიქრობდნენ ისინი დუმის დეპუტატ სერგეი კოვალიოვზე, რომელიც ოდესის კორუმპირებულ პორკურორებს და მოსამართლეებს მფარველობს. ვფიქრობდი, რომ რეგიონის ნებისმიერი ცვლილება, სწორედ კივალოვით უნდა დაწყებულიყო.
- პრეზიდენტისგან გაქვთ ნებართვა, კოვალოოვს შეუტიოთ?-შევეკითხე ადეიშვილს
- ჩვენთვის ახლა მთავარი პრიორიტეტია გზების მშენებლობისთვის კრედიტების მოძიება - იყო პასუხი.
მაშინ მივხვდი, (ჯერ კიდევ ზაფხულში), რომ მათ არაფერიც არ მოუფიქრებიათ, პრეზიდენტისგან არანაირი კარტ-ბლანში მიღებული არ ჰქონდათ და მიშა თავით იყო გადამხტარი ჭაობში, რაც მალევე დადასტურდა. იყო უმნიშვნელო რეალური მიღწევები, სამაგიეროდ ბევრი პიარი და პოპულიზმი. მისი გეგმა ეროვნულ პოლიტიკაში რეგიონალური ტრიუმფატორის როლით შესულიყო, ჩავარდა. მისი პოლიტიკური ინსტიქტები კი მეორე ან მესამე ადგილას დიდხანს გაჩერებას ვერ აიძულებს“, - წერს ვოლოხი.
ვის აწყობს სააკაშვილის უკვე არა გაპრემიერება, არამედ გაპრეზიდენტება უკრაინაში?
ოფციალური ინფორმაციით, როგორც ფრაქცია „სამოპომოშჩის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ეგორ სობოლევმა ღიად განაცხადა, მათ სამი პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა განიხილეს.
„ფრაქციაში განვიხილეთ პრეზიდენტის სამი კანდიდატურა. ამ კანდიდატებიდან ორი უცხოელია, მესამე კი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიღებული აქვს“, - აღნიშნა სობოლევმა.
პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი თვლის, რომ პოროშენკო ამ თამაშში სააკაშვილს აჰყვა.
„უკრაინის პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაყენება მომგებიანი იქნება. ის ამით არა მარტო დამატებით ხმებს მოიპოვებს, არამედ ექსპრეზიდენტის გავლენასაც შემაცირებს“, - აღნიშნავს კარასევი.
მიხეილ სააკაშვილს კი შორსმიმავალი გეგმები გააჩნია.
მისმა თანაშემწემ ალექსანდრ ბოროვიკმა ახალი პარტიის დაარსება დაანონსა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება.
„ეს იქნება მემარჯვენე-ცენტრისტული, ფისკალურ-კონსერვატიული და სოციალურ-ლიბერალური“ პარტია. ჩვენ გვუსრს დემოკრატიული, ევროპული პარტიული ორგანიზაციის შექმნა“, - განაცხადა ბოროვიკმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მოქმედი პარტიები არჩევნების გზით უნდა გამოიყვანოთ პოლიტიკიდან და „ახალი პოლიტელიტა შევქმნათ“.
მიხეილ სააკაშვილის ხმამაღალი განცხადებები და 21-დღიანი ტურნე ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთს შეიძლება მოასწავებდეს - ის პოლიტიკაში მოდის და თუ საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელებთ, მან კარგად იცის ეს როგორც გააკეთოს. იმის გარდა, რომ უკრაინაში ნაწყენი და გათავისუფლებული პოლიტიკოსები უყვართ, მიშამ რეგიონის ყველა დიდ ბიზნესმენთან საერთო ენა გამონახა, ასე რომ, მას დაფინანსების პრობლემაც გადაწყვეტილი აქვს.
პრემიერობიდან პრეზიდენტობამდე - მიხეილ სააკშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზნები უფრო მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა. ეს კი მხოლოდ პოროშენკოს ადგილის დამიზნებას შეიძლება ნიშნავდეს.
პოლიტექსპერტი მიხეილ პავლივი „პოლიტელიტის“ შეცვლის სურვილში უკრაინულის გარდა, ამერიკულ კვალსაც ხედავს.
„პოროშენკოზე თავდასხმის მოდერატორებს კარტ-ბლანში უკვე მიღებული აქვთ მასზე არსებული კომპრპომატების სახით, რომელიც პოროშენკოსთვის ცუდად დასრულდება.
ცხადია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმნეტში მის მიერ დამოკიდებულება „მისაღები და კარგიდან“ „ხელსაც არ ართმევენ“-ამდე შეცვლილია. ეს პოროშენკოს ამერიკაში უკანასკნელმა ვიზიტმაც დაადასტურა. ობამას ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი პოროშენკოს მიმართ კატეგორიულად არის განწყობილი. თუმცა, ეს სპეცოპერაცია მარტო ამერიკული არ არის. სპეცოპერაცია, რომელიც უამრავ ინფორმაციას მოიცავს, ხელში ჩაიგდო უკრაინულმა ჯგუფმა და როგორც ცნობილ პიესაშია, ყველა დას თითო საყურეს დაურიგებენ. ეს ინფორმაცია მარტო პოროშენკოს კი არა, ტიმოშენკოს, ზახურს და ლაზარენკოსაც შეეხება.
ვინ არიან ამ ოპერაციის მოდერატორები? ლოჟკინ-კოვალჩუკუს ვერტიკალი რომ არ არის, ცხადია. თუ გულახდილნი ვიქნებით, ეს გრიგორიშინის ჯგუფია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის უცხო არ არის, არც პოლიშჩუკის, ლიშენკის და ნაიემისთვის. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა პრეზიდენტ პოროშენკოზე თავდასხმა, ოდესის მერის ტრუხანოვის შესახებ კომპრომატის გავრცელებით კი, მათ ლოკალური რეგიონალური ამოცანის გადაწეყვეტა სურთ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.