ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი ამ დღეებში ნიუ-იორკში იმყოფება და ბროდვეიზე მდებარე ერთ-ერთ თეატრში რეპეტიციებს გადის.
მსახიობი ტენესი უილიამსის პიესაში “ახალგაზრდობის ტკბილხმოვანი ფრინველი” ასაკმოძალებული და სასმელს დაჩვეული კინოვარსკვლავის, ალექსანდრა ლაგოს როლს ითამაშებს.
ამ პიესის მიხედვით თავის დროზე რამდენიმე მხატვრული ფილმი იყო გადაღებული, სადაც ქალბატონ ლაგოს სახეს ჯერალდინა პეიჯი და ელიზაბეტ ტეილორი ასახიერებდნენ. თეატრალური დადგმის რეჟისორი დევიდ კრომერია.
საინტერესოა, რომ ბროდვეიზე სტუმრობა ნიკოლ კიდმანისათვის პირველი არ არის. 1998 წელს ის თამაშობდა სპექტაკლში “ცისფერი ოთახი”.
ტენესი უილიამსის პიესის პრემიერა მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.