ნატო-ს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი, მიუხედავად იმის, რომ სამხედრო ძალას აქტიურად იყენებს, ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.
„რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა, დააშინოს მეზობლები, შეცვალოს საზღვრები ევროპაში, მან მოახდინა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ამაზე საპასუხოდ,ნატო უფრო მომზადებული გახდა, ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები კი სამჯერ გაიზარდა. გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფრონტაციას და ცივი ომის დაწყებას არ აპირებს, მაგრამ იმისთვის, რომ ნატო უფრო ეფექტური „საწვრთნელი ალიანსი“ გახდეს, ამ მიზნით ის ძალებს ავღანეთში, იორდანიაში, მოლდოვასა და საქართველოში წვრთნის.
რას ფიქრობს ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე ახალი ეროვნულკი გვარდიის შექმნის შესახებ, სტოლტენბერგს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის სამხედრო ძალების ზრდასა და აგრესიაში, ალბათ ეს მოიაზრებოდა.
რუსეთის ეროვნული გვარდია ტერორიზმთან და ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლის გარდა, განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმის, სწრაფი რეაგირების სპეციალური ბატალიონის ფუნქციებსაც შეითავსებს. გვარდია შს სამინისტროს შემადგენლობაში შევა და შინაგანი ძალების სარდალი, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი უხელმძღვანელებს, უშუალოდ კი რუსეთის პირველ პირს დაემორჩილება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ისევე ეფექტურად იმოქმედებენ და შეასრულებენ დასახულ ამოცანებს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და გააძლიერებენ მუშაობას იმ მიმართულებით, რასაც პრიორიტეტულად ჩათვლიან.
რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურებს , როგორც უკვე ავღნიშნეთ, რფ ფედერალური სამსახური შს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა“, -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ძალოვანებთან შეხვედრის შემდეგ.
„საემიგრაციო და ფედერალურისამსახურის შს სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ გადასვლა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგეგმებოდა“ - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნმა ნიკოლაი პატრუშევმა, თუმცა მაშინ უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი მოგვიანებით განეხორციელებინათ.
„მაგრამ, როდესაც საემიგრაციო სამსახური უფლებამოსილებას ახორციელებდა, მათ შს სამინისტროს წარმომადგენლების ჩართვა უხდებოდათ, ასე, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური“, - აღნიშნა პატრუშევმა.
სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა, თუმცა ეჭვებიც გაჩნდა.
„საემიგრაციო და ფედერალური სამსახურებს მხოლოდ ვიწრო მიმართულება გააჩნიათ. შს სამინისტროს გაერთიანების ქვეშ კი, ყველა სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა ბევრად ეფექტურად განხორციელდება“, - განაცხადა დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იაროვაიამ.
ეროვნული გვარდიის შექმნას დადებითად აფასებს დუმის კომუნისტური პარტიის წევრი იური სინელშჩიკი, თუმცა შიშობს რომ გვარდიამ „ოპრიჩნინას“ სახე არ მიიღოს. „შერწყმა კანონზომიერია, ეს ნიშნავს, რომ სამსახურები შს შემადგენლობიდან არ უნდა გამოგვეყვნა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გვარდიამ „ოპრიჩნინას“ სახე არ მიიღოს“, - აცხადებს კომუნისტი.
პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინს მიაჩნია, რომ პუტინის ინიციატივა არა მხოლოდ დუმ-ის არჩევნებს, არამედ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს და ამ ფონზე მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
„ამ გაერთიანების შემქნაზე მსჯელობა, ჯერ კიდევ 2012 წელს, ბოლოტნის ამბების შემდეგ დაიწყეს. ამჯერადაც ეს საშიშროება დგას. საქმე ეხება არასაიმედო ეკონომიკურ და სოციალურ პროგნოზებს, რომელმაც შეიძლება სოციალური საპროტესტო ტალღა აგმოიწვიოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
პოლიტიკური პროგნოზირების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ევგენი მინჩენკო თვლის, რომ ეროვნული გვარდია საშიშროებას შეუქმნის დესტრუქციულ ძალებს.
„ეროვნული გვარდიის შესაქმნელად მზადება რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ზოლოტოვიც სწორედ ჯერ შინაგანი ძალების სარდლად დანიშნეს, ახლა კი საქმე ლოგიკურ დასკვნაზმდე მიიყვანეს. ზოლოტოვი იმ ადამინთა რიცხვშია, ვისაც პუტინი ძალიან ენდობა და მისი ლოიალურობა სარდლის მიმართ ეჭვს არ იწვევს“, - აცხადებს მინჩენკო და აღნიშნავს, რომ ეროვნული გვარდიის შექმნა მრისხანე ძალა იქნება ქვეყნის შიგნით მყოფი იმ ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციისთვის ემზადებიან.
BBC-ისთან ინტერვიუში ევროპის სამართალაღსრულების ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი კირილ ტიტაევი პუტინის მიერ ეროვნული გვარდიის შექმნის სამ მიზეზს ასახელებს.
„პირველი - ეს კონსპირაციულია. პრეზიდენტმა მინისტრის დონის უფლებით აღჭურვა სანდო კაცი. მეორე მიზეზი ნაკლებად კონსპირაციულია - ეკონომიკური ფონის გაუარესებასთან ერთად, საპროტესტო აქციების ახალ ტალღას ელოდებიან და ახალი სტრუქტურა ყველა უფლებით იქნება აღჭურვილი, ჩაახშოს საზოგადოებრივი უწესრიგობა. მესამე მიზეზი შედარებით ლოგიკურია, ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, საემიგრაციო და ფედერალური სამსახურების ერთი უწყებისთვის დაქვემდებარება უკეთესია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი უდიდესი მონსტრის შექმნის საშიშორების წინ გვაყენებს, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის სურვილს დაექვემდებარება“, - აღნიშნავს ბრიტანულ გამოცემასთან ტიტაევი.
პორტალ meduza.io-ს შეკითხვაზე, ეროვნული გვარდია ხომ არ გახდება ფედერალური სამსახურის და სხვა ძალოვანი სამსახურების დუბლიაჟი, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოკლე კომენტარით უპასუხა: „ჯერ გაურკვეველია“.
„ერთი რამ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ეროვნული გვარდიის შექმნით, მთავრობა დასუსტდა. რადგან ადრე შს სამინისტრო მას ემორჩილებოდა, ახლა მხოლოდ ერთ კაცს - ვლადიმერ პუტინს ემორჩილება“, - წერს გამოცემა.
რისთვის და როდის, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ გამოიყენებს პრეზიდენტი მის პირად დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ძალოვან სტრუქტურას, ამის თქმა ჯერ ძნელია და როგორც ჩანს, რუსული მედია და ექსპერტებიც ამაზე საუბარს თავს არიდებენ.