„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტ „Турбо Микрон G“-ს ესპანეთში აწარმოებს

„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტ „Турбо Микрон G“-ს ესპანეთში აწარმოებს

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი ემ პი“-მ და ესპანურმა კომპანია „Kern Phrama“-მ მემორანდუმი გააფორმეს - „ჯი-ემ-პი“ მედიკამენტ „Турбо Микрон G“-ს, ესპანეთში აწარმოებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდის. „Kern Phrama“ ძალზე ფართო დიაპაზონი აქვს და მომავლის, განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები. „ჯი-ემ-პი ფარმა“ კი, გახლავთ საკმაოდ ღირებული პარტნიორი, რომელსაც სერიოზული პოზიები გააჩნია საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა ესპანური კომპანია „Kern Phrama“-ს ექსპორტის მენეჯერმა, ჰაუმე როდომ.

„პსპ ჯგგუფის“ დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა წარმატების ფორმულაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საწარმოს უპირველესი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა:

„ჩვენი წარმატების ფორმულა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, მომსახურება და დაბალი ფასებია. თუ რაიმე გასაუმჯობესებელია, გვითხრან და შევეცდებით გავაუმჯობესოთ. ჩვენთვის მთავარია მომხმარებლის კმაყოფილება“.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯი ემ პი“-ს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ანთაძემ საწარმოს მისიაზე, პრეპარატის ხარისხზე და ფასებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის:

„ჩვენი პროდუქტების მაღალი დონე აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, ქართული ფარმაცევტული ბაზრის, „ჯი ემ პი“-ს მისიაა საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად შემოიტანოს და დაამკვიდოს მაღალი სტანდარტის და ხარისხის ევროპული პრეპარატები.

აქვე მოგახსენებთ, რომ პრეპარატი, „Турбо Микрон G“ გახლავთ ქვედა კიდურების, ვენების დაავადების სამკურნალო საშუალება. პროდუქტი არის მაღალტექნოლოგიური, იგი მოითხოვს განსაკუთრებულ დამუშავებას, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით.

„ჯი-ემ-პი“ მომავალშიც აპირებს ამ ტიპის თანამშრომლობას არა მარტო „Kern Phrama“-თან, არამედ კიდევ მრავალ ფარმაცევტულ საწარმოსთან და ფარმაცევტულ კომპანიასთან ერთად, რომლებიც წარმატებულნი არიან და ოპერირებენ ევროკავშირის ბაზართან“, -აცხადებს გიორგი ანთაძე.