გასული წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტებმა და რამდენიმე დღის წინ, ბელგიის დედაქალაქში განხორციელებულმა ტერაქტების სერიამ, ევროპის უსაფრთხოებაზე მსოფლიო ხელახლა აალაპარაკა.
ევროპარლამენტის დეპუტატის ურმას პაეტის განცხადებით, ტერაქტების სერიას ახლო მომავალში ისევ უნდა ველოდოთ, რადგან, „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარის რისკი, რომელმაც ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო, საკმაოდ დიდია. „ტერორისტული მუქარა საკამაოდ მაღალია და დღეს ტერაქტების ახალ სერიას ისევ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ურმას პაეტმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირის და ნატო-ს უშიშროების სამსახურების ერთობლივი გაძლიერებული მუშაობა, რათა მსოფლიო საბოლოოდ იხსნან ტერორისტული საფრთხისგან.
Associated Press-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ევროპაში განსახორციელებული ტერაქტრებისთვის, ერაყის და სირიის სამხედრო ბანაკებში 400-დან 600-მდე ბოევიკი ჰყავს მომზადებული.
როგორც გამოცემა აცხადებს, ტერორისტები, რომლებმაც სპეცმომზადება ერაყსა და სირიაში გაიარეს, დღეისთვის გადანაწილებულნი არიან გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, იტალიაში, დანიასა და შვედეთში. ბელგიის მერე ისინი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებენ და ტერორისტული აქტები ევროკავშირის დედაქალაქებს მოიცავს.
Euronews-თან საუბარში ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემიის ანალიტიკოსი დიდიე ლერუა აცხადებს, რომ ტერორისტების მიზანი ევროპაზე ფისქოლოგიურ ზემოქმედების მოხდენაა და ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიაც სწორედ, ამის მაგალითია.
„ტერორისტების ყურადღება ბრიუსელის აეროპორტმა მიიპყრო არა მხოლოდ როგორც ბელგიის, არამედ ევროპის დედაქალაქის ცენტრალურმა აეროპორტმა. ეს იდეალური ადგილია, საიდანაც ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხეში მიემგზავრება. გარდა ამისა, აეროპორტის მახლობლად ნატო-ს შტაბ-ბინა მდებარეობს. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. მეტროს სადგურებს მალბეკსა და შუმანს შორის ევროკომისიის და ევროპარლამენტის დაწესებულებებია განლაგებული. ეს შემთხვევითი არ არის. ისინი სწორედ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებენ მოსახლეობაზე. ტერორიზმი არსებობდა და იარსებებს ყოველთვის, უსაფრთხოების ნულამდე დაყვანის რისკი გამორიცხულია. „ისლამური სახელმწიფო“ მოქმედებს ერაყსა და სირიაში. სწორედ იქ გადიან მებრძოლები მომზადებას, მაგრამ სწორედ ევროპაში ახერხებენ ისინი მათდამი ლოიალურიად განწყობილი ადამიანების გადაბირებას. კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს“, - აცხადებს ლერუა euronews-სთან საუბარში.
რატომ ვერ ახერხებს ევროპა ტერორისტრების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, რატომ არ ხდება ტერორისტული აქტების დროულად აღკვეთა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპელ და მათ შორის ბელგიელ სამართალდამცავებს ინფორმაცია ტერორისტული აქტების მზადების შესახებ, მინიმუმ ერთი კვირით ადრე ჰქონდათ? ისრაელის დაზვერვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადების გარდა, რომ „ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან და უსაფრთხოებაზე იფიქრონ“-ო , ევროპელი სამართლადამცავების არასაკმარის მუშაობას eurointegration.com.ua-ც აკრიტიკებს.
„მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მეტ-ნაკლებად წარმატებული მექანიზმები უკვე შემუშავებულია. ამის მაგალითია ისრაელი და ნაწილობრივ - თურქეთი. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ევროპას მათი გამოცდილების გადაღება არ შეუძლია. ევროკავშირი საკუთარი ფასეულობების მძევალი გახდა. ევროპული ფასეულობები კავშირის საბაზისო საფუძველია. იმ დროს, როდესაც, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები წესების გარეშე თამაშს ამჯობინებენ, ევროპული პოლიცია იძულებულია დაწესებული ფასეულობების მიხედვით იმოქმედოს - ჩხრეკა? - მხოლოდ ორდერის გამოწერის შემდეგ; უკანონო მოსმენები? - წარმოუდგენელია, მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ. უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ტოლერანტობა - ეს ის ფასეულობებია, რომელიც ევროპას დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს, მაგრამ სწორედ ეს თვისებები არ აძლევს საშუალებას ევროპელ სამართალდამცავებს ისრაელის თავდაცვის მექანიზმი გამოიყენოს თვითმკვლელი ტეროსიტებისგან თავის დასაცავად“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ დროებით შემოღებული საგანგებო რეჟიმი, მხოლოდ დროებით იმოქმედებს, მხოლოდ გარკვეულ ბერკეტებს მისცემს სამართლადამცავებს, ამიტომ დროა, ევროპამ არჩევანი გააკეთოს - ფასეულობები თუ საკუთარი მოქალქეების სიცოცხლის უზრუნველყოფა?
სანამ ევროპელი ანალიტიკოსები მწუხარებას და შეშფოთებას გამოთქვამენ და მოსალოდნელი ტერაქტრების საშიშროებაზე საუბრობენ, უკრაინის უშიშორების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა „ისლამური სახელწიფო“ და რუსეთი ტერორისტულ კავშირში დაადანაშაულა და უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერება მოითხოვა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ოთხი სატრანზიტო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც სირიელები ევროპაში გადაადგილებას ახერხებდნენ. ცენტრის დაკავებული 25 თანამშრომლიდან 19 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აღმოჩნდა“, - განაცხადა გრიცაკმა და აღნიშნა, რომ უშიშროების სამსახურმა სამოქალაქო მოძრაობა „აზოვ- ყირიმის“ ხელმძღვანელი სტანისლავ კრასნოვი დააკავა, რომელიც პუტინის აგენტი აღმოჩნდა და რომელსაც უკრაინის მთავრობის აფეთქება ჰქონდა განზრახული, კრასნოვს კი, დაკავებისას 1 კილოგრამი ტროტილი აღმოუჩინეს, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.
დასავლეთი მშვიდად შეხვდა უკრაინის უშიშროების მინისტრის განცხადებას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბარტოშ კოვნაცკიმ განაცხადა, რომ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპა მთლიანად საკუთრ თავზეა კონცენტრიტრებული და უკრაინულ პრობლემებზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩება.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის და „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირებს შეეხება. ცხადია, რომ მუსულმანური დაჯგუფებების უკან გარკვეული პროცესი მიმდინარეობს. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება. აღმოსავლეთ ევროპაში, ბელგიასა და დასაველთ ევროპაში განხორციელებული ტერაქტების შედეგად ვინ იღებს სარგებელს და ვინ კარგავს? ყველაზე დიდი დანაკარგი ამ განხორციელებული ტერაქტების შემდე, ამჟამად უკრაინამ და იმ სიტუაციამ მიიღო, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული“, - აღნიშნა გენერალმა და რესპოდენტებს დაფიქრებისკენ მოუწოდა.