როცა ჩვენ სამნი სამსახურიდან ვბრუნდებით, აღშფოთების მორიგი შეტევის შემდეგ გაცხოველებულ მსჯელობას ვიწყებთ არსებულ სიტუაციაზე. ცხოვრების ავ-კარგზე ასეთი ენთუზიაზმით მხოლოდ ისინი მსჯელობენ, ვინც არანაირ მონაწილეობას არ იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთ სფეროში. ერთადერთი ის მიკვირს, რომ საწოლში შეძრომისთანავე მივხვდები ხოლმე, თურმე ჩვენი ენთუზიაზმი მხოლოდ დროის მოსაკლავად იფურჩქნება; ის თხუთმეტი წუთი, ოფისიდან მონპარნასამდე მისასვლელად რომ გვჭირდება, რამით ხომ უნდა შევავსოთ? სავსებით შესაძლებელია, გზად რაიმე პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ბრწყინვალე აზრებიც კი დაგვებადოს, მაგრამ მათი განხორციელების ბერ...
(ჰენრი მილერი, „კირჩხიბის ტროპიკი)
“უკრაინული გამოცემა "ოდესსიტ.უა" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყენების შესახებ ბრძანებაში თარიღი ღიად არის დატოვებული, რადგან ამ დროისთვის მოქმედი გუბერნატორის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა. სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები და "ტექნოკრატები" არიან” - აი, ეს ნიუსი მომხვდა თვალში და აღვშფოთდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ საახოვს ოდესიდან აგდებენ და არც იმიტომ, რომ ჯერ არ გაუგდიათ და თარიღი ღიად არის დატოვებული... შემდეგ, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს იქ, სადაც უარყვეს, რეაქცია არ მქონია. რეაქცია მქონდა მაშინ, როდესაც სათაური წავიკითხე - „პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოაწერა ხელი“.
სააკაშვილი არ უნდა გაათავისუფლო. ეგ უნდა დაიჭირო და ოდესის პორტში საერთო ტუალეტის შესასვლელთან დააბა, რათა ყველა შემსვლელ-გამომსვლელმა უთხრას: „ეს შენ გეხება!“ გვერდით უნდა მიუბა მაია ორჯონიკიძე, ანუ ქალბატონი სერგო, რათა სააკაშვილი უკეთესს ვერ ეხებოდეს, და ყოველივე ამას მონიტორინგს უნდა უწევდნენ ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმული ვაჭარაძე, საბელაშვილი და ყველა ის ორასიოდე ვაჭარაძე-საბელაშვილი, რომლებმაც ესშენგეხებაისევგვისმენენწარწერიანი მაისურებით ტილიანი მსვლელობა მოაწყვეს და მოსაპოვებელ გრანტებსა და მოპოვებული გრანტების გამართლებაზე ფიქრით დაიშალნენ.
უსმინო ეკა გიგაურს... უკეთესს რას მოუსმენ! უცქირო ზვიად დევდარიანს... უკეთესს რას დაინახავ! იგრძნო ნაციონალების, თავისუფალი დემოკრატების და ენჯეოშნიკების ერთობა და გულწრფელობა... უკეთესს რას იგრძნობ! თქვენ კი იგრძენით იმ შავი კაცისა, დედამიწა არმაგედონისგან რომ იხსნა!
სადაც ნაცები არიან, იქაურობა ყარს. ვისთანაც ნაცები არიან, ყველანი გულისამრევად ყარან.
„თბილისში, კამპანია "ეს შენ გეხებას" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებას აპროტესტებენ. ფილარმონიასთან შეკრებილები არიან როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიებიდან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღევანდელი აქცია სამოქალაქო სექტორის საკმაოდ კარგი და სწორი ინიციატივაა“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.
ფილარმონიიდან სახელმწიფო კანცელარიამდე. ის დღეც დადგება, როცა აქციის მონაწილეები ოდესის პორტში გადაინაცვლებენ, მსვლელობა კი საზოგადოებრივი ტუალეტის ქალთა განყოფილებიდან იმავე ტუალეტის მამაკაცთა განყოფილებამდეა გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ტუალეტთან თვით მიხეილ სააკაშვილია დაბმული, მას ულოკავს (ბორკილებს) ქალბატონი სერგო. თვეში ერთხელ მათ აკითხავს არმაგედონის ზანგი და ორაზროვნად ეუბნება: „თქვენ ეს გეხებათ“.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს ის, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება "ჩვენ არ გვეხება". "ჩვენ გვეხება ის, რომ შეიძლება უკანონოდ გვითვალთვალებენ, ასევე ის, რომ შეიძლება რომელიღაც ჯგუფმა ატეროროს ადამიანები. ჩვენ უარს ვეუბნებით ყველა ამ ჯგუფს. შეუძლებელია მათ თავიანთ მიზანს მიაღწიონ. ვამბობთ - არა უკანონო მოსმენებს და თვალთვალს", - განაცხადა ეკა გიგაურმა“ - წავიკითხე და თვალზე ცრემლი მომადგა.
„დღეს გახდა ცნობილი, ხვალ დაგეგმილ აქციას და კამპანიას "ეს შენ გეხება" უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვა“ - ეს მანამდე იყო, წინა დღით. წავიკითხე და გული ამიფანცქალდა. მრავალათასიან დემონსტრაციას ველოდი, ველოდი აღშფოთებულ სახეებს, ომახიან შეძახილებს, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე ათეული სასტვენიანი იმბეცილი შეგვრჩა.
ისე კი არ არის, რომ უკანონო მოსმენები გვსიამოვნებდეს და არც ისეა საქმე, თითქოს უკანონო თვალთვალის დროს ორგაზმი გაცილებით ძლიერია, ვიდრე გარანტირებული განმარტოებისას. უბრალოდ, კოლექტიურ ეკაგიგაურთან დგომა კოლექტიურ ვანომერაბიშვილთან დგომას ნიშნავს, მათთან ერთად აღმა-დაღმა წანწალი - ახალაია-კეზერაშვილებთან ერთად წანწალს. ამ წანწალში ვიღაც ფულს აკეთებს, ვიღაცა ხმებზე ნადირობს, ვიღაცა - რეიტინგზე.
ა, ბატონო: „თავისუფალი დემოკრატები" კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პარტია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქციას როგორც რიგითი მოქალაქეები ისე შეუერთდებიან. "ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ხელისუფლებამ და ამ საშინელების ორგანიზატორებმა დაინახონ, რომ საზოგადოება ერთსულოვანია, საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ვერ ამოაგდებ იმ მიზნიდან, რომ შევქმნათ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა" , - განაცხადა ირაკლი ალასანიამ“.
„იმის თავში ჩამახედა, ვინც ალასანიას რჩევებით ამარაგებს“ - გაიფიქრა იმ შავმა კაცმა, დედამიწა არმაგედონისგან რომ იხსნა და საძიებო სისტემაში Irakli Chikovani აკრიფა. აი, რას გადააწყდა: "ჩვენ საჯაროდ მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს და ვთხოვთ დაუყოვნებლივ კონსულტაციას მასთან, რათა ერთიანი პასუხი გავცეთ იმ საფრთხეს, რომელიც მიმართულია "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ და ასევე აბსოლუტურად მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. "თავისუფალ დემოკრატებს" შემუშავებული გვაქვს წინადადებათა პაკეტი, რომელიც არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს და ჩვენი წინადადებათა პაკეტი მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც სწრაფად უნდა გავატაროთ მთლიანად სახელმწიფომ", - განაცხადა ჩიქოვანმა“.
„ვითხოვთ დაუყოვნებლივ კონსულტაციას“ - გმირულად ჟღერს და გმირულად შეე... შეეკითხე, თუ გინდა.
მოთხოვნების კვირა იყო. უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობად წოდებული კომკავშირის კომიტეტი პაპავას გადადგომას ითხოვდა, მათი მოწინააღმდეგეები - პაპავას არგადადგომას, ხუთმა ქალბატონმა პროფესორმა შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვა, საჭმელი თვალით არ დაგვანახოთო. იმავე დროს, რამდენიმე წერა-კითხვის უცოდინარმა კონსტიტუციის ხელშეუხებლობა მოითხოვა, მათ „პიდარასტები“ უწოდა თამაზ მეჭიაურმა, რის შემდეგაც მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ პარლამენტის წევრს მეტი კორექტულობა მოეთხოვება.
მართლაც, პიდარასტი იყო ივანო-ფრანოვსკელი მსაჯი მიროსლავ სტუპარი. ბევრჯერ გვიყვირია სტადიონზე და საყვედური არავის უთქვამს, რადგან როცა მსაჯს არ მოეთხოვება სამართლიანობა, გულშემატკივარსაც ვერ მოთხოვ კორექტულობას. მეჭიაურს „პედერასტი“ რომ ეთქვა, დარწმუნებული ვარ, არავინ გააპროტესტებდა, იმან კიდევ ცხელ გულზე „პიდარასტი“ წამოისროლა.
ისე კი, გინდა „პიდარასტი“ ეძახე და გინდაც „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი“, არსი მაინც ერთია - აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და ვუსურვებ, მშვიდობაში მო-ეხმაროთ ერთმანეთი. აი, მზით გაცვითეო - რომ იტყვიან. თუმცა, მე, როგორც კორექტულობის განსახიერება, მათ ლგბტ თემის წარმომადგენლებად მოვიხსენიებ - ელტონ ჯონი, მორგან ფრიმანი, ირაკლი ვაჭარაძე, მარტინა ნავრატილოვა... რაც შეეხება მიროსლავ სტუპარს და, ზოგადად, მიროსლავ სტუპარებს, ასეთები ჩვენს სინამდვილეში არცთუ ცოტანი არიან. აი, რა თქვა ერთ-ერთმა მათგანმა გასულ კვირაში: „თუკი ვინმემ ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ ჩაიწერა და როგორც ჩანს ჩაიწერა, პირველ რიგში, ჩვენი მტრები არიან, იმიტომ, რომ პირადად ჩვენზე, ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს ლიდერებზეც იწერდნენ და მერე თუკი ჩვენ რაიმემ ზიანი მოგვაყენა, სწორედ ამ ჩანაწერებმა მოგვაყენა“.
ეს გია ბარამიძის სიტყვებია, რომელზეც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს ისეთი ელტონ ჯონი, როგორიც არის გურამ დონაძე და ისეთი მიროსლავ სტუპარი, როგორიცაა ლაშა ბერულავა.
გია ბარამიძე აგრძელებს მტრებზე საუბარს: „დღევანდელი ხელისფლების დანაშაული სწორედ ის არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი მტრობის გამო, ასეთ რამეს აკეთებდნენ, ამათ გადმოიბარეს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, ან მან, ვინც ირიბად მართავს ივანიშვილს ან აგენტურამ, ეს გარკვეული თანხების სანაცვლოდ გააკეთებინა - ქვეყანაში სიტუაციის არევის მიზნით. შეიძლება ამაზე სპეცსამსახურებიდან გარკვეული პირები მუშაობდნენ – რა უნდა ამას, ადამიანს მილიონს გადაუხდი და ისეთ საშინელებას მოგიწყობს, რომ მთელს სპეცსამსახურს კი არა, მთელს ხელისუფლებს გასვრის. სამწუხაროდ, დიდი ფულით ყველაფერი კეთდება. ამის მაგალითია ბედუკაძე".
ნაწყვეტის ნაწყვეტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: „რა უნდა ამას, ადამიანს მილიონს გადაუხდი და ისეთ საშინელებას მოგიწყობს, რომ მთელ სპეცსამსახურს კი არა, მთელ ხელისუფლებს გასვრის“.
„რა უნდა ამას?“... მე არ ვიცი, რა უნდა ამას! არც ერთმა წესიერმა ადამიანმა არ იცის, რა უნდა ამას! ეს იციან გია ბარამიძემ და სხვა მიროსლავ სტუპარებმა და, ბარამიძის სიტყვებიდანვე ჩანს, როგორ ეიოლებათ მილიონის საფასურად სხვის ბინძურ თეთრეულში და ნახმარ პრეზერვატივებში ქექვა.
ბინძურო მიხეილ, რა ასწავლე ამისთანა ამ მიროსლავ სტუპარებს? რიტორიკული კითხვაა, რადგან პასუხი ყველამ იცის. ამ ხალხმა, ანბანს რომ სწავლობდნენ, „ან, ბან“ გამოტოვეს, „გან, დონ“ დაიმახსოვრეს და ეს იმყოფინეს. ასეთებს შიდსი არ ემართებათ. ეგეთები არიან თავხედები, არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული პათოლოგები, კრისები, მიროსლავ სტუპარები, უაბესალომო ეთერები.
ჰო, რა ვიცი... დატვირთო ტელევიზია ვალებით, განტვირთო მაყურებლებისგან და, ამის შემდეგ, შეჭმუხნო წარბები და ილაპარაკო ის, რასაც ეთერ-ბაია ლაპარაკობს, ეს მხოლოდ ეთერ-ბაიებს შეუძლიათ. ის - „სულ რაღაც“ მილიონად იქექება ჭუჭყიან თეთრეულში, ამას - 50-მილიონიანი ვალი არაფრად მიაჩნია...
"ჩვენ მოვუყევით რას ვთავაზობთ. მათ ვერ შევპირდით რამე განსაკუთრებულ პირობებს ან ხელფასების მატებას, მაგრამ შევპირდით სრულიად დამოუკიდებელ და თავისუფალ ტელევიზიაში მუშაობას. არჩევანი არის მათი გასაკეთებელი. სრულყოფილი პასუხი გვეცოდინება ალბათ ხვალ, რადგან ტელევიზია რამდენიმე ცვლაში მუშაობს და ამ შეხვედრაზე ყველა არ იყო. მაგრამ ვინც იყო, სრულმა უმეტესობამ გამოთქვა თანხმობა. ჩემი ინფორმაციით, 99% მზად არის ითანამშრომლოს შპს "ტელეკომპანია მაესტროსთან", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
რა ვიცი... რაც ვიცი, არის ის, რომ ეთერ-ბაიას საწინააღმდეგო განცხადებას უკვე 10-ზე მეტმა (ამბობენ, რომ მათი რაოდენობა 40-ს აღწევს) „მაესტროელმა“ მოაწერა ხელი. ელემენტარულ არითმეტიკას მოვიშველიებ და რადგან 10 არის სრულის ერთი პროცენტი, გამოდის, რომ ის 99 პროცენტი, ჯამში, 990 თანამშრომელს შეადგენს.
ვაჰ! 1000 თანამშრომელი ყავდათ?
ეს ქალიშვილობის ინსტიტუტი რომ გამოგვეცალა ხელიდან და ოჯახის ინსტიტუტსაც რომ უპირებენ აკრედიტაციის ჩამორთმევას, დაგინების ინსტიტუტს მაინც გავუფრთხილდეთ სათუთად და რუდუნებით, თორემ აგერ რა განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა - „უკან ვიხევ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე“.
თუ ვინმეს ვცემ პატივს და - უნივერსიტეტის პატრიოტებს. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე შეიჭრნენ რექტორის მისაღებში, უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე შეიყვანეს ვიღაც ნიღბიანები და უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე აფრიალებდნენ ჩემი მეგობარი სააგენტოს პრეს-ბარათებს.
ჰო, და ესეც უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომინარე გააკეთეს: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა და სტუდენტები სოფელ ჯარიაშენში მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ხვალ აქციას გამართავენ. როგორც "ინტეპრესნიუსს" თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა, აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველები ხვალ, 11:30 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის წინ შეიკრიბებიან. "ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ ავტობუსების დაქირავება და მივდივართ. აქცია მიზნად ისახავს იმ მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებას, რომელის შესახებაც ჩვენ საინფორმაციო საშუალებებით გავიგეთ", - განაცხადა საბაურმა“.
ნუუუ... ახლა უკვე ყველაფერი ნათელია, როგორც იქნა პასუხი გაეცა კითხვას, თუ ვინ არიან უნივერსიტეტის ჭეშმარიტი პატრიოტები, კომკავშირის თვითმმართველები თუ „აუდიტორია #115“-ის სტუდენტები.
უნივერსიტეტის ჭეშმარიტი პატრიოტები არიან ისინი, ვინც გმირულად აპროტესტებს მცოცავ ოკუპაციას და გმირულად არ აპროტესტებდა (გულში კაეშანს იკლავდა, კბილებს ახრჭიალებდა) ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანთა რბევას, დაპატიმრებას, წამებას...
ნუკრი ჭეიშვილი აღარ არის...
სამაგიეროდ არიან გიგი წერეთელი და აკო მინაშვილი, რომელსაც ყავს სიდედრი.
არიან გია ბარამიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებსაც სხვის ბინძურ საცვლებში საქექად მუდამ გამზადებული აქვთ მილიონი.
არიან ქალბატონი სერგო და უაბესალომო ეთერი.
არის გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი ოქრუაშვილი და გასულ კვირაში მან თქვა, რომ „ნაციონალების ხელისუფლება არ იყო ხელისუფლება, ეს იყო ბანდა“. ამ ბანდას ყავდა გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, ყავდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ერთი მშვენიერი დღის მშვენიერი დილიდან მშვენიერ საღამომდე ყავდა ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
კ. ჩ. (კეტები ჩქარა) ...კეტები არ გაგვაჩნია. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ჩვენს წარმოდგენებსა და რეალურ ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული სრულიადაც არ გვადარდებს და არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის. ისე მოვერგეთ სიტუაციას, რომ ხვალ ხელებით სიარული რომ გვიბრძანონ, მაგასაც უდრტვინველად მოვახერხებთ, ყოველგვარი პროტესტის გრძნობის გარეშე.
(ჰენრი მილერი, „კირჩხიბის ტროპიკი)