ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა სენსაციური განცხადება გააკეთა. ანჯელინა ჯოლის მეუღლე უახლოეს მომავალში კარიერის შეცვლას გეგმავს და პოლიტიკოსობის რთული აღმართის დაძლევას აპირებს.
ბრედ პიტის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაა. თავდაპირველად სენატორობა სურს, შემდეგ კი უშუალოდ თეთრ სახლში გადაბარგებას გეგმავს.
მსახიობი მიიჩნევს, რომ კინოს სამყაროში საკუთარი შესაძლებლობები სრულიად ამოწურა.
თუ ყველაფერი ბრედ პიტის სცენარით განვითარდა, მას 2016 წლის პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ვიხილავთ.
ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში მას ერთი ორიგინალური აზრი უკვე გააჩნია: მარიხუანით ვაჭრობის ლეგალიზაციას აპირებს.
კულუარული ინფორმაციებით, მსახიობს ამ ამბიციური გადაწყვეტილების მიღებისაკენ მეუღლემ, ანჯელინამ უბიძგა, რომელსაც სურს რომ ამერიკის პირველი ლედი გახდეს.