ღვთაებრივი პოპულარობა

ღვთაებრივი პოპულარობა

ყველაზე ცნობილი ღმერთი-ღვთაება ეგვიპტური მზის ღმერთი „რა“ გახლავთ. მასზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს, ამზადებენ სუვენირებს და აკეთებენ ფულს.

„რას“ აქვს განსხეულება – ჩიტი, ფენიქსის სახით; ასევე, ხარი მნევისისა და ობელისკის ბენ-ბენის ვიზუალით.

ამ ყველაფრის ახსნას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რამდენიმე მეცნიერიც.

„რა“ დღისით ანათებდა მიწას, საღამოს კი ძვირფას ტახტზე დაბრძანდებოდა, ხოლო სხივებს  მდინარე ნილოსში ჩაუშვებდა ხოლმე. „რა“ ამბობს: „მე ვიყავი გუშინ; მე ვიცი ხვალინდელი დღე“.

პოპულარობაში „რას“ ცოტათი ჩამორჩება ბერძნული ღმერთ-ღვთაება – ჰელიოსი. ისიც ცაში ცხოვრობს, იქ ეტლით დასეირნობს და დედამიწაზე სხივებს გზავნის. დღეს მისი გარჩევა აპოლონისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ტყუპისცალიც ჰყავს – რომაული თება.

ჰელიოსის „საქმენი საგმირონი:“ მან „ჩაუშვა“ ჰეფესტოსთან მისი მშვენიერი მეუღლე, აფროდიტე – ომის ღმერთთან, არესთან გღალატობსო; გასცა პერსეფონტეს მკვლელი აიდი, რათა მისი ცოლი ჩაეგდო ხელში. ჰელიოსი არ მოსწონდათ დანარჩენ ღმერთებს. სამაგიეროდ, უყვარდათ ბერძნებს. ამიტომაც აღმართეს მისი 36-მეტრიანი ქანდაკება და მას „როდოსის კოლოსი“ უწოდეს.