ამერიკის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის

ამერიკის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის

გასული წლის მონაცემებით, რომელიც კომპანია „სპექტრუმ გრუპმა” გამოიკვლია, ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ქონებაც ერთი მილიონი დოლარი ან მეტია.

თუმცა, გამდიდრებულ ამერიკელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მათთვის მაღალი გადასახადების დაწესება გადაწყვიტა.

„სპექტრუმის” გამოკვლევით დგინდება, რომ მდიდრების ყველაზე დიდი რაოდენობა 2009 წელს იყო, როცა მათი რიცხვი 9,2 მილიონს აღწევდა. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 8 პროცენტით გაიზარდა იმ ამერიკელთა რაოდენობა, ვისი ქონებაც 5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, „სპექტრუმის” პრეზიდენტი – ჯორჯ უოლპერი მიიჩნევს, რომ მილიონერთა რაოდენობა ნელი ტემპით გაიზრდება მანამდე, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა არ აღდგება.

„უმდიდრესთა დიდი ნაწილი საკუთარი ბიზნესისა და კომპანიების ხარჯზე გამდიდრდა, მათ კლიენტებს კი უმუშევრობისა და უძრავი ქონების ბაზარზე, ვარდნის საშიშროება ელით“, – აცხადებს უოლპერი.

როგორც კვლევიდან ირკვევა, იმ ამერიკელთა 23 პროცენტი, ვისი ქონებაც 5 მილიონ დოლარს აღემატება, მსხვილი კომპანიების ტოპ-მენეჯერები არიან.