„თუ გამავრცელებელმა არ დაუშვა შეცდომა, თითქმის გამორიცხულია კონკრეტული პიროვნების დადგენა“

„თუ გამავრცელებელმა არ დაუშვა შეცდომა, თითქმის გამორიცხულია კონკრეტული პიროვნების დადგენა“

„როდესაც ეს ჩანაწერები გაკეთდა და გავიდა საქართველოს გარეთ, ვიცით ვის ჩაუვარდა ხელში, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურს? დიდი ალბთობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ჩანაწერები რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებსაც ექნებათ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადაოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი, რომლის განცხადებით, თუკი კადრები სპეცსამსახურის მიერ არის ატვირთული, მისი დადგენა გამორიცხულია.

for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან და როგორ ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინეტერნეტ სივრცეში განთავსება?

ბესო ალადაშვილი: რას აკეთებენ ჩვენი სუსელები? ეს მაგათი საქმეა. სწორედ მათ უნდა დაადგინონ ვინ აკეთებს და რატომ. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ კადრების გავრცელება. არ მინდა კონსპიროლოგიის თეორია, მაგრამ, როდესაც ეს ჩანაწერები გაკეთდა და გავიდა საქართველოს გარეთ, ვის ჩაუვარდა ხელში, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურს?

დიდი ალბთობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ჩანაწერები რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებსაც ექნებათ. ძალიან რთულია ვთქვათ, რომ კონკრეტულად ეს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე პიროვნების თუ სპეცსამსახურის გაკეთებულია. თუკი სპეცსამსახურის მიერ არის ატვირთული, ბუნებრივია დადგენა გამორიცხულია.

ზოგადად, რამდენად შესაძლებელია იმ ქვეყნის დადგენა საიდანაც აიტვირთა აღნიშნული ვიდეო და ამან რა შედეგი შეიძლება მისცეს გამოძიებას?

- ალბათ ქვეყანას დაადგენენ, მაგრამ ეს რას მოგვცემს? შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ საქმის კურსში და ჩვენი კომპიუტერი იყოს რაღაცა ინფორმაციის გამტარი და ჩვენი კომპიუტერით დაფიქსირდეს აბსოლუტურად სხვა ადამიანი, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენთან. სპეცსამსახურების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტექნოლოგიებია.

ბრიტანეთის მე-5 და მე-6 კონტრდაზვერვა ჰაკერებში და კომპიუტერებში ეძებს მომავალ კადრებს, რომლებსაც უკვე აქვთ ცოდნა, ან უკვე განვითარებული არიან ამ კუთხით. ეს ზოგაგად, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. მაქსიმუმ შეიძლება გავიგოთ საიდან აიტვირთა, მაგრამ ეს რას მოგვცემს? გახსოვთ ალბათ, ჰაკიმ ფაშა, ასეთი ფსევდონიმით მოხდა ვიდეოს ატვირთვა, ითქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერორორიიდან მოხდა ვიდეოს ატვირთვაო და ამით დამთავრდა ეს საქმე.

ახლაც ასე მოხდება. იცით, თვითონ მიდგომა იყო არასწორი, როცა რაღაცა ზარ-ზეიმით განადგურება ფარული ჩანაწერები, რადგან აქედან გამომდინარე ჩაიჭრა ის გზა და ხიდი, რომელიც გამოძიებას აძლევდა კანონიერად გამოძიების საშუალებას. უნდა ჩატარებულიყო სრული მოკვლევა და მარტივად დადგინდებოდა ვინ აკეთებდა. ვერავინ დაიჯერებს, რომ ბოლომდე მოხდა კადრების განადგურება და აგერ ფაქტი სახეზეა. კიდევ რამდენი ასლია დამზადებული კაცმა არ იცის.

კონკრეტულ შემთხვევაში, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ეს ყოველივე, რაც ეხლა ხდება?

- შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიები. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ვიღაცა პიროვნება, რომელიც გაბრაზებულია...

მაგრამ, ამ პიროვნებისთვის ხელმისაწვდომი როგორ შეიძლება იყოს ასეთი კადრები?

- თეორიულ ვარიანტს ვუშვებ. დასაშვები ალბათ, უფრო არის სპეცსამსახურები, ან რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს თავისი სპეცსამსახურები.

ნაციონალური მოძრაობასგულისხმობთ? შეგახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში არ არიან, მათ აქვთ იმის ტექნიკური საშუალება, რომ ისევ აწარმოონ ფარული მიყურადება...

- ქონდათ და აქვთ.

შესაძლებელია, რომ კვალი სწორედნაციონალური მოძრაობასთანმიდოდეს? თუ პროცესებს დავაკვირდებით, ფარული კადრების გავრცელება იმდამიანების წინააღმდეგ ხდება, რომლებიც ღიად არიან ხელისუფლებას დაპირისპირებული და შესაბამისად, კეთდება განცხადებაც, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას...

- ზუსტად ამ ლოგიკით შეიძლება იმ სპეცსამსახურმაც იფიქრონ, რომ ეჭვი შიგნით იქნება მიტანილი და არა გარეთ. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების წინააღმდეგ არის მიმართული და სამწუხაროდ, შიძლება კიდევ ბევრი ესეთი სიურპრიზების მნახველი გავხდეთ.

ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ შესაბამისი ტექნოლოგია ან კვალიფიკაცია, რომ ეს საქმე გამოძიებიული იქნას? ვიცით, რომ არაერთი საქმეა აღძრული, მაგრამ შედეგი არავინ იცის...

- ერთია შემსრულებელი და მეორეა თვითონ დავალება საიდანაც მოდის. ოპერატიულ მუშაკს არ დაესიზმრება რატომ უნდა გადაუღოს კონკრეტულ ადამიანს. ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ ეს საქმე გაიხსნას იმიტომ, რომ ტექნიკურად არის შეუძლებელი. თუ იმ პიროვნებამ არ დაუშვა რაღაცა შეცდომა და თავისი თავის იდენტიფიცირება არ მოახდინა, სხვა შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია კონკრეტული პიროვნების დადგენა.

გამომდინარე იქიდან, რომ youtube-ის საშუალებით ხდება ამ კადრების გამოქვეყნება, ოფიციალურად მიმართვის შემთხვევაში სპეცსამსახურებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და გაიყვანს დამნაშავეზე?

- რა თქმა უნდა, ასეც იქნება და მაქსიმალურად მისცემს ინფორმაციას youtube-ს ხელმძღვანელობა ქართულ მხარეს, მაგრამ იმის იქით? იქ ხომ კონკრეტული პიროვნებით არ ფიქსირდება ინფორმაცია. ასე რომ, სამწუხაროდ ძალიან ნაკლები შანია.

რადგან სახელმწიფოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დააგინოს კონკრეტული პიროვნება ან დამკვეთი, შესაძლებელია, რომ წინასაარჩევნოდ ისევ გავრცელდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები?

- რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გარდატეხის ეტაპზეა და როგორც ვხედავთ, იქ რომელიმე ერთ ბლოკს, თუ პარტიას ნაკლები შანსი აქვს, რომ უმრავლესობით მოვიდეს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მინიმალური რაოდენობა მოაკლონ ერთ კოალიციას და მეორე პარტიამ მიიღოს.