„გაფრინდაშვილი რეპრესიული სისტემის ცენტრალური ფიგურაა“

„გაფრინდაშვილი რეპრესიული სისტემის ცენტრალური ფიგურაა“

„დაშლა ნიშნავს იმ მუხტის დაგდებას, რასაც ჰქვია სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჩვენთვის სამართლიანობა არის უნივერსიტეტის ავტონომია, დანარჩენებისთვის სამართლიანობა არის მართული უნივერსიტეტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მოეორე კურსის სტუდენტი, სანდრო ტაბატაძე, რომლის განცხადებით, უნივერსიტეტს უნდა კანცლერი, რომელიც იქნება არა რომელიმე კლანის ფავორიტი, არამედ ნეიტრალური, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი.

for.ge სანდრო ტაბატაძეს ესაუბრა.

საკმაოდ მძიმე ბრალდებს უყენებთ სტუდენტები გიორგი გაფრინდაშვილს, თუმცა თავად ამბობს, რომ თუ რომელიმე ერთი ბრალდება დადასტურდება, არა თუ უნივერსიტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც არ იმუშავეს. ეს განცხადება არ არის თქვენთვის არგუმენტი?

სანდრო ტაბატაძე: ამ ყველაფერს ბრალდებს ეძახის გიორგი გაფრინდაშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებზე და ფაქტია ის, რომ გიორგი გაფრინდაშვილი იყო სტუდენტური თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის ცენტრალური ფიგურა. დღეს, მისი მხარდამჭერი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ამბობენ, რომ ეს სისტემა მანკიერი და რეპრესიული ხასიათის იყო.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი სცემდა ვინმეს და რაიმე დანაშაული ჩაიდინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი იმ მანკიერი და რეპრესიული სისტემის ცენტრალური ფიგურა იყო, რომელსაც სტუდენტური თვითმართველობა ერქვა.

ასევე, ჩვენ გვაქვს ასეთი კადრი, სტუდენტი მიდის ადმინისტრაციის წვერ გაფრინდაშვილთან და ეუბნება - წამოდი, კამერებთან ერთად განახებ როგორ სცემენ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში სტუდენტებსო. ამაზე გაფრინდაშვილი ეუბნება, რომ არავინ არავის არ სცემს. ეს ერთმნიშვნელოვნად არის სამსახურეობრივი გულგრილობა.

გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატიურა მხადრაჭერილია სტუდენტური თვითმართველობის მიერ?

- დიახ, და ჩვენ გვაინტერესებს რატომ იცავს სტუდენტური თვითმართველობა მხოლოდ გიორგი გაფრინდაშვილს, რატომ არის ერთი სუბიექტის და ერთი ადამიანის კავშირი ასეთი მჭიდრო, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს სამი დღის წინ გაჟღერებულ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტთთან და ვინ არის ირაკლი ხარჯევანიძე, რატომ იკვრება ეს პირთა წრე გაფრინაშვილის გარშემო? ეს არ არის ბრალდება, ეს არის ლეგიტიმური კითხვები. უნივერსიტეტს უნდა კანცლერი, რომელიც იქნება არა რომელიმე კლანის, ან რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციის ფავორიტი, არამედ ნეიტრალური, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი.

ასეთი არ არის გიორგი გაფრინდაშვილი?

- ასეთი ვერ იქნება გიორგი. იგი ვერ იქნება ნეიტრალური რადგან მხარდაჭერილია იმ კლანის მიერ, რომელიც უკვე დავასახელე. ამის მიზეზი რა არის, ეს უნდა ჰკითხოთ თავად გიორგი გაფრინდაშვილს და სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კარგი ადამიანია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იყოს კარგი ადამიანი, კარგი ლექტორი, კარგი მოქალაქე, მაგრამ მომავალი კანცლერი ნუ იქნება დაკავშირებული ისეთი წარსულის ადამიანთა წრესთან, რომლის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები.

აკადემიური საბჭოს წევრბი, რომლებმაც ხმა მისცეს გიორგი გაფრინდაშვილს, მათ შორის - გოგი გოგსაძე და სხვები, ურეკავდნენ მას და ეუბნებოდნენ მოეხსნა კანდიდატურა, მაგრამ გაფრინდაშვილი პრინციპულად არ ხსნის კანდიდატურას. თუ მართლაც იგი არის გონიერი, პრინციპული და სამართლიანი ადამიანი, თუ არც ერთ კლანთან და არც ერთ სტუდენტურ ორგანიზაციასთან არ არის პირდაპირ კავშირში, რატომ არ ხსნის კანდიდატურას? გაფრინდაშვილის უკან დგას სტუდენტური თვითმართველობა და პირთა ის წრე, რომელიც უკვე ჩამოვთვალე - ივა კავსაძე და ირაკლი ხარჯევანიძე.

კავსაძე რომელიც უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით .. ოდეერია?

- ეს არის უნივერსიტეტის რექტორის განცხადება და გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე სტუდენტური თვითმართველობა და სხვა წვერები იმპიჩმენტს უწყობენ რექტორს, რათა შემდგ მათთვის სასურველი რექტორი და კანცლერი ჰყავდეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გვქონდეს ალტერნატივა და გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ გვინდოდა დავსწრებოდით სენატის საჯარო სხდომას, თუმცა თსუ-ს დაცვის და პოლიციის თანამშრომლებმა კარები გადაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს.

ისმის კითხვა, თუ არ ხდება რამე დამალული და თუ არ არის ეს სახელმწიფოებრივი საიდუმლოება, რატომ გადაგვიკეტეს კარები? ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოსთხოვოთ ადმინისტრაციას, სტუდენტურ თვითმართველობას და თავად კანცლერის ერთადერთ კანდიდტს გიორგი გაფრინდაშვილს. თუკი გაფრინდაშვილს არ უნდა დაპირისპირება უნივერსიტეტში, თუ მართალაც პატიოსანი და სამართლიანი ადამიანია და არავისგან არ არის მართული, მოხსნას თავისი კანდიდატურა და ავირჩიოთ ნეიტრალური კანცლერი.

რაც შეეხება გაფრინაშვილს კავშირს ყოფილ ხელისუფლებასთან, თქვენ თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა კავშირები ჰქონდა მასნაციონალურ მოძრაობასთან“?

- მე მაქვს ერთი დადასტურებული ფაქტი, გიორგი იყო პირველი და მეორე სტუდენტური თვითმმართველობის ეკონომიკის ფაკულტეტის პრეზიდენტი, რომელსაც ერქვა „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, რომლის ცენტრალური ფიგურები ყოფილი ხელისუფლების პირობებში წამყვან პოზიციებზე ინიშნებოდნენ და მათ შორის, როგორც კარგად გაწაფული კადრი, გაფრინდაშვილიც დაინიშნა უნივერსიტეტში. იბადება ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ იყო მისი ქმედებები რეჟიმის ლოიალურობის გამომხატველი? ახლაც რჩება თუ არა მათდამი ლოიალური და ქვეშევრდომ პიროვნებად?

სტუდენტებს გაქვთ განცდა, რომ გაფრინდაშვილის ხელითნაციონალური მოძრაობაერევა უნივერსიტეტის შიდა საქმეებში?

- ვერც ერთ ადამიანას ვერ დავწამებ ცილს, რომ იგი რომელიმე პარტიის მხრიდან არის მართული, მაგრამ პირთა ის წრე, რომელიც იკვრება გაფრინაშვილის გარშემო - ივა კავსაძე, ირაკლი ხარჯევანიძე, სტუდენტური თვითმართველობა, იურიდული ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, რომლის მხრიდანაც არის გაფრინდაშვილი წარდგენილი, დაკავშირებული იყო ძველი ხელისუფლების პირთა წრესთან. კავშირი და მეგობრობა ერთია, პოლიტიკური თანამშრომლობა მეორე.

როდესაც სტუდენტები შეხვდით გიორგი გაფრინდაშვილს, რატომ არ დაუსვით ეს კითხვები მას? პროფესორი ნატალია ხარაძე ამბობს, რომ ისე დასრულად შეხვედრა, რომ არანიარი მსგავსი კითხვა არ დაგისვამთ...

- გარკვეული მიზეზების გამო იმ შეხვედრას ვერ დავესწარი, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ არ არის სწორი ინფორმაცია. სტუდენტების მიერ დაისვა ეს კითხვები გაფრინადშვილის მიმართ, მას უთხრეს, როდესაც კანცლერის თანაშემწე იყავი და ვერაფერს ქმედითს ვერ აკეთებდი, რატომ გააკეთებ ახლაო? ეს კითხვა მეც დავუსვი დღეს გაფრინდაშვილს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

ნატალია ხარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, სტუდენტები თუ რეჟიმს აპროტესტებენ, მაშინ რატომ არ აპროტესტებენ იმ ძველი კადრების დარჩენას, რომლებიც გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ მაშინ? სანდრო, რატომ არ აქვთ იგივე რეაქცია ამ ადამიანების წინააღმდეგ?

- ქალბატონი ნატალია იმ აკადემიური საბჭოს წევრია, რომელიც თავიდანვე მხარს უჭერდა გიორგის. ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონ ნატალიასთან, მაგრამ ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის რიტორიკა და ძალიან სამწუხაროა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის და ზოგიერთი ლექტორის ფრაზები ერთმანეთის იდენტურია, რაც ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს. ეს არის რაღაცა დაწერილი ტექსტი, რომელსაც კითხულობენ.

არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაფრინდაშვილის მიმართ გვაქვს პრეტენზიები, მაგრამ გიორგი გაფრინდაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც მიუხედავად მის მიმართ არსებული უამრავი პრეტენზიისა, წამოაყენა კანცლერობის კანდიდატურა. ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება, ეს არის ალტერნატიული აზრის გამოხატვა, რომელსაც სამწუხაროდ, გვიხშობენ, მაგრამ არ გამოუვათ.

მინდა კიდევ ერთი დეტალზე გავამახვილო ყურადღება, აკადემიურმა საბჭომ ჯერ უმრავლესობით აირჩია სოსო არჩვაძე და სამი დღის შემდეგ, როდესაც კანდიდატურა მოხსნა, აირჩიეს გიორგი გაფრინდაშვილი. იბადება კითხვა, როგორ შეიძლება სამ დღეში ასე მარტივად შეგეცვალოს გემოვნება, თუ შენ ნამდვილად დამოუკიდებლად მოქმედებ?

სანდრო, რა გზა გრჩებათ? ფაქტია, რომ გაფრინდაშვილი არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას...

- გიორგი გაფრინდაშვილმა უნდა მოხსნას კანდიდატურა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ეს პროცესები და ასე მარტივად არ დამთავრდება. გიორგი გაფრინდაშვილი და მისი კლანი ვერ იქნებიან უნივერსიტეტის მართვის სათავეებში. ვერც ერთი ე.წ. ოდეერი ვერ იქნება უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი არის რიგითი სტუდენტების, რექტორების და არა სრულიად თვითმართველობის პრეზიდენტების, გიორგი გარფრინდაშვილების, ივა კასრაძეების, ირაკლი ხარჯევანიძეების. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას. დაშლა ნიშნავს იმ მუხტის დაგდებას, რასაც ჰქვია სამართლიანობისთვის ბრძოლა. ჩვენთვის სამართლიანობა არის უნივერსიტეტის ავტონომია, დანარჩენებისთვის კი სამართლიანობა არის მართული უნივერსიტეტი.