„დღევანდელ მთავრობაში რაღაცა მიმართულებით ალბათ, საჭიროა ცვლილებები“

„დღევანდელ მთავრობაში რაღაცა მიმართულებით ალბათ, საჭიროა ცვლილებები“

„ქართული ოცნების“ შიდა პარტიული დაპირისპირება ნამდვილად არ უკავშირდება სახელმწიფოებრივ საკითხებს. ეს არის პოლიტიკური სუბიექტებს შორის შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პიარკომპანია „ჯეპრას“ მთავარი კონსულტანტი კახა მაღრაძე, რომელსაც for.ge ესაუბრა.

კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თავისი ხედვა აქვს, რაც საბოლოო ჯამში, დაპირისპირების მიზეზი ხდება. შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია, დაიშალოს კოალიცია და ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩენევში?

კახა მაღრაძე: სახელმწიფოებრივად მთავარია, დაცული იყოს დემოკრატიული პრინციპები და პლურალისტური არჩევანის საშუალება გვქონდეს. ანუ, არსებობდეს მრავალპარტიული სისტემა. დანარჩენი, ეს უკვე თვითონ პარტიების გადასაწყვეტია, შიგნით კოალიციაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება თუ არა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, ერთმანეთთან იჩხუბებენ, არ იჩხუბებენ, ეს მათი საქმეა.

პოლიტიკური პარტიები უნდა აცნობერებდნენ, რომ ამომრჩეველი მათი ქცევის, განცხადების, პოლიტიკური პლატფორმისა და დეკლარირებული სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად გააკეთებს არჩევენს.

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული დაპირისპირება ნამდვილად არ უკავშირდება სახელმწიფოებრივ საკითხებს. ეს არის პოლიტიკური სუბიექტებს შორის შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც გარკვეულწილად გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე.

სწორედ იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება გავლენას ახდენს ამომრჩეველზე, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის დაპირისპირებული სუბიექტების გასვლა კოალიციიდან? მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ამ ორი პოლიტიკურ სუბიექტს ერთმანეთი ეზიზღებათ და ამას ხედავს ამომრჩეველი....

- ეს მათი, ამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების პრობლემაა. განსაკუთრებული რა ხდება? - ამ დაპირისპირებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის შიდაპარტიული დაპირისპირება, რომელიც თუ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას იქონიებს, მაშინ იქნება ქვეყნისთვის პრობლემა, მაგრამ ის, რომ ახლა ერთმანეთს ეკინკლავებიან, ამაში ნამდვილად ვერაფერს საპრობლემოს ვერ ვხედავ. ამაზე იდარდონ კოალიციის წარმომადგელებმა.

თავისთავად ჩნდება კითხვა, როდესაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის მსოფლმხედველობითი დაპირისპირებაა, რატომ რჩებიან კოალიციაში?

- თავიანთი არგუმენტი ექნებათ.

არგუმეტი არის რეიტინგი?

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ აუცილებელი არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური სუბიექტი 50%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდეს. პირიქით, ეს არის ცუდი და ჯობია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ კოალიციაში, რომლებსაც კონკრეტულ საკითხებზე საერთო ენის მონახვა შეეძლებათ. რას ნიშნავს ნდობა არ აქვს? - ნდობა აქვს გარკვეულ კატეგორიაში, საყოველთაო ნდობა ვის აქვს? 5%-იანი პოლიტიკურ პარტიას არ აქვს არსებობის უფლება? პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური სუბიექტები სახლში უნდა გავუშვათ? აბსოლუტური უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ უნდა ემხრობოდეს. აბსოლუტური უმრავლესობა რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ემხრობოდა, იმიტომ გვქონდა ბევრი პრობლემა.

რაც შეეხება რესპუბლიკელების განცხადებას ორპარტიული შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რაში გამოიხატება ორპარტიული შეთანხმება არ იციანქართული ოცნებისწევრებმა. მეტიც, კახი კალაძის ამბობს, რომ ნამდვილად არ მიმდინარეობს არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის. როგორ ფიქრობთ, რესპუბლიკელები თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ?

- როგორ უნდა შევაფასოთ, როდესაც თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულნი. კომუნიკაციის კუთხით თუ რამე შეთანხმებას მიაღწევენ, ჯობია ცნობილი იყოს რაზეა შეთანხმება მიღწეული. გაჩნდა კითხვები, რაც არასაწორია და ეს ისევ მათთვის არის პრობლემა. მგონია, რომ თვითონაც აცნობიერებენ, რომ ქმნიან გაურკვევლობას.

პრემიერი ამბობს, რომ პარტიაქართული ოცნებამნიშვნელოვნად განახლდება. ცნობილია ისიც, რომ პარტია მოლაპარაკებას აწარმოებს კონკრეტულ ადამიანებთან. როგორც ფიქრობთ, შეძლებსქართული ოცნებასაარჩევიო სიის მნიშვნელოვნად განახლებას, არის ამის საკადრო რესურსი ქვეყანაში?

- ძალიან დიდი ადამაინური რესურსია საქართველოში. არიან ადამიანები, რომელიც მშვენივრად უძღვებიან თავის საქმეს და საკამოდ წარმატებულები არიან. რესურსის პრობლემა რატომ უნდა ჰქონდეს? - მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“ რომელსაც მატერიალური რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის კუთხით პრობლემა არ აქვს.

თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომქართულმა ოცნებამსურვილის მიუხედავად ვერ შეძლო გუნდის ახალი სახეებით დაკომპლექტება სწორედ იმიტომ, რომ საკადრო რესურსი არ არსებობს და ამიტომაც შესაძლოა, კოალიციას გაუჭირდეს ახალი სახეების შემოყვანა...

- არასწორია. რას ნიშნავს საკადრო რესურსი, მარტო ისინი არიან ჭკვიანი ადამიანები რომლებიც პარლამეტში სხედან, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან? მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის მმართველობაში მონაწილების მიღება? ჩემი აზრით, ასეთი განცხადება მინიმუმ, არაკომპეტენტურია.

კვირიკაშვილმა კოალიციაში შემავალ დაპირისპირებულ სუბიექტებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილმა მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა. რამდენად სწორი იქნება წინასაარჩევნოდ ცვლილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში?

- ყველაფერი განპირობებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტაციიდან გამომდინარე. თუ დასაბუთებული იქნება ეს ცვლილელები - რატომაც არა? რაღაცა მიმართულით ალბათ, საჭიროა ცვლილებები დღევანდელ მთავრობაში. რატომღაც ასე მგონია, რომ ცვლილება სჭირდებათ.