ევროპაში უძრავი ქონების ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველი გერმანიაა

ევროპაში უძრავი ქონების ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველი გერმანიაა

„ურბან ლენდ ინსტიტუტისა“ და „პრაის უოტერჰაუს კუპერსის“ მიერ მომზადებული გამოკვლევის თანახმად, რომელსაც სახელად „ევროპული უძრავი ქონების ბაზრის ახალი ტენდენციები – 2016“ ეწოდება და რომელიც 600-ზე მეტი ავტორიტეტული ექსპერტის აზრის გათვალისწინებით შეიქმნა, ინვესტირებისა და დეველოპმენტისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა დღესდღეობით გერმანიაა.

ეს უპირველესად, გერმანული ეკონომიკის საერთო მდგომარეობითაა განპირობებული.

გერმანულ ქალაქებს შორის ყველაზე მიმზიდველად მიუნხენი და ჰამბურგი სახელდება.