რუსეთსა და თურქეთს შორის ომის რისკზე საუბრობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი. ფედერიკა მოგერინის განცხადებით სირიას განიხილავენ, როგორც რისკის ზონას ამ რეგიონის ქვეყნებს შორის მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებებისათვის, მაგრამ ეს შეიძლება გადაიზარდოს რაიმე უფრო დიდში.
„მე არ ვფიქრობ ცივ ომზე, არა, არამედ - დიდ რისკზე ცხელი ომისა, რომელიც არა აუცილებლად რუსეთსა და ამერიკას შორის, არამედ რუსეთსა და თურქეთს შორის შეიძლება დაიწყოს. ჩვენ, როგორც ევროპელები, ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად“, - აცხადებს ფედერიკა მოგერინი.
ორ ქვეყანას შორის ომის საფრთხეზე საუბრობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, მოგერინის პოზიცია გამოხატავს დასავლეთის მზარდ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯები რომელიც კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იდგმევა, შესაძლოა, რეალური შედეგების მომტანი არ აღმოჩნდეს.
რამდენად მოახერხებს ევროპა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას და რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება ითვალისწინებს თუ არა ნატოს ჩართულობას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
„მე არ ვსაუბრობ ცივ ომზე, ეს ცხელი ომი იქნება რუსეთსა და თურქეთს შორის“, - ფედერიკა მოგერინის ეს გაცხადება, ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების საფრთხე, რეალურია?
ირაკლი მენაღარიშვილი: ეს განცხადება გამოხატავს იმას, რომ დასავლეთში მზარდი შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯები, რომელიც იდგემევა, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს რეალური შედეგების მომტანი. დაპირისპირება ალბათ, გაგრძელდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამგვარი სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია. თუმცა, არც იმას ნიშნავს, რომ ეს გამორიცხულია. როგორ განვითრდება მოვლენები, ამაზე საუბარი ცოტა ადრეა - მინიმუმ რამდენიმე დღე მაინც არის საჭირო. დაველოდოთ თუნდაც 27 თებერვალს და ის მაინც დავინახოთ, რომ მხარეები ვისაც ამერიკამ და რუსეთმა მიმართეს მოწოდებით, რომ შეუერთდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმებას, ისინი რა ნაბიჯებს გადადგამენ.
თურქეთის პოზიცია უკვე ცნობილია, ერდოღანის განცხადებით მხარს დაუჭერენ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ თუკი ქურთთა მოძრაობა აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს თურქეთის წინააღმდეგ და აქ იგულისხმება ტერორისტული აქტი, მაშინ ადეკვატური პასუხის გაცემით იმუქრება ერდოღანი...
- ნამდვილად, ერდოღანის ეს განცხადება ლოგიკას მოკლებული არ არის, რადგან ასეთ შემთხევაში სახელმწიფო გულგრილი ვერ დარჩება. აი, ასეთი სამწუხორო, მარტივად წარმოსადგენი და გასახსნელი კვანძი შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სირიის სცენაზე წამყვან მოთამაშეებს საკუთარი და ხშირად ერთმანეთთად დაპირისპირებული ინტერესები აქვთ.
ვიცით, რომ დაპირისპირება თურქეთისა და ცალკეული ქურთული შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, სამხედრო კონფრონტაციის სახეს ატარებს. ეს ყველაფერი კი, უკვე საომარი მოქმედებაა. მაგრამ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში, თუნდაც სირიის ტერიტორიზე ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაგანაც ერთი ნატოს წევრია, ხოლო მეორე ბირთვული არსენალის მფლობელი სახელმწიფო, ეს საფრთხე არის ახლა თავიდან ასაცილებელი.
ბატონო ირაკლი, სირია შეიძლება განვიხილოთ როგორც რისკის ზონა მასშტაბური საომარი მოქმედების დაწყების?
- არ მგონია, რომ ამ შეკითხვას ვინმემ უარყოფითად უპასუხოს. დიახ, ამგვარი რისკი არსებობს. ევროპა ცდილობს ამგვარი სცენარის თავიდან აცილებას. სამწუხაროდ, სირია პოლიტიკური დაძაბულობის კონცენტრაციის წერტილი გახლავთ.
რამდენად მოახერხებს ევროპა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას? მოგერინის განცხადებით, ევროპელები ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დაძაბულობა განიმუხტოს ამ რეგიონში. ფაქტია ისიც, რომ თუკი საომარი მოქმედების საფრთხის პირისპირ დადგება რუსეთი და თურქეთი, ამას გაცილებით მძიმე შედეგი ექნება მსოფლიოსთვის...
- აბსოლუტურად სწორად დასმული კითხვაა და პასუხიც ერთმნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართულმა ყველა მონაწილემ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა მოვლენები ამგვარი კატასტოფული სცენარით არ განვითარდეს და ეს ეხება ევროპელებსაც. იმიტომ, რომ ევროპის სახელმწიფოები უშუალოდ მონაწილეობენ „ისალამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აქციაში. ის ნაბიჯები, რომელსაც ამ წუთებში დგას რუსეთი, არა მხოლოდ აშშ-ს და თურქეთის ინტერესებს უპირისპირდება, არამედ უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს და მათ შორის - ევროპული სახელმწიფოებისას.
რაც შეეხება შეთანხებას ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც საომარ მოქმედებაში ჩართული მხარეები უნდა შეუერთდნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირიის სამშვიდობო შეთანხმება იმოქმედებს მხოლოდ სირიის შიგნით და როდესაც საქმე თურქეთის უსაფრთხოებას ეხება, იგი ვერ იქნება დამავალდებულებელი თურქეთისთვის. ეს განცხადება ნიშნავს, რომ თურქეთი ღია დაპირისპირებაზე მიდის?
- რა თქმა უნდა. აქ საუბარია სირიაში მოქმედ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებთან და ვერავინ დაავალდებულებს თურქეთს თავი შეიკავოს საპასუხო მოქმედებისგან, თუკი მაგალითად მისი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იმოქმედებენ, რაც გასაკვირი არ არის. ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აგრესიული მოქმედება უნდა შეწყდეს ყველა მონაწილის წინააღმდეგ. თურქრეთმა დიახაც, რომ ასეთი გამაფრთხილებელი განცხადება მეორე დღესვე გააკეთა, როდესაც გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის ახალი ინიციატივის თაობაზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ინტერესებში შედის ის ვითარება, რაც შექმნილია სირიაში და მით უფრო, რომ მსოფლიო ლიდერები ღიად ადანაშაულებენ რუსეთს ქურთული ავტონომიის ლობირებაში, ამ ვითარებაში რუსეთს აწყობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება?
- როგორც დამკვირვებლები აფასებენ, რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით, რუსეთი თავისი ინტერესების რეალიზაციას ცდილობს, არ აპირებს თავისი ინტერესების დათმობას. პირველი - მას მიაჩნია, რომ შეიძლება გაუჩნდეს შანსი, გადაარჩინოს ასადის ხელისუფლება, თუ თვითონ პრეზიდენტი არა, მისი გარემოცვა მაინც. მეორე - მას სურს შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც რუსეთმა აღიდგინა ამ ომის პირობებში, სამხედო ბაზები, საკუთარი შეიარაღებული ძალების განლაგება.
და მესამე - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი წამყვანი ძალის, ქურთების სამხედრო მოძრაობის მხარდამჭერად მოგვევლინოს - ეს არის მინიმალური ნაკრები იმ ინტერესებისა, რომელიც რუსულ მხარეს გააჩნია სირიის ტერიტორაზე იმ საკითხებთან ერთად, რაც თქვენ ბრძანეთ და ეს არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად სერიოზულად შელახული საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება და საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობა. ესეც რუსეთის ინტერესებშია და სწორედ, სირიის ფრონტზე ცდილობს ამ ინტერესების მიღწევას. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. აქ ყველა მხარე და მათ შორის რუსეთი, თავისი ინტერესების რეალიზაციას აპირებს.
რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება ითვალისწინებს ნატოს ჩართულობას ამ კონფლიქტში?
- თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შემთხვევაში, ნატო უმოქმედოდ ვერ დარჩება. სერიოზული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწვა. ეს ის შანსია, რომლის რეალიზაცია ყველა კეთილი ნების ადამიანს სურს. თუმცა, ამერიკულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ არსებობს ე.წ. გეგმა „ბე“, ანუ სარეზერვო გეგმა, როდესაც საქმე ასეთ რთული კონფიგურაციის დაპირისპირებას ეხება, სერიოზული მოთამაშეები ჩვეულებრივად ერთცვლიანი მოქმედებით არ იზღუდებიან ხოლმე. რადგან არსებობს ეს შეთანხმება და მოწოდება, სასურველია, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვან მათ, ვისაც ეს ეხებათ.