„ოცნების“ გული თოფაძესთანაა, მაგრამ ცივი გონება, პრაგმატიზმი არის „რესპუბლიკელებთან“

„ოცნების“ გული თოფაძესთანაა, მაგრამ ცივი გონება, პრაგმატიზმი არის „რესპუბლიკელებთან“

„ვამბობთ ლენინს და ვგულისხმობთ პარტიას“- „ვამბობთ „რესპუბლიკელებს“ და ვგულისხმობთ პროდასავლურ კურსს“. ცალკეულ არასამთავრობოებს უკვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ საქართველოში დასავლური ვექტორის გარკვეული დოზით ცვლილება დაიწყო, ეს კი დროში უცნაურად დაემთხვა „ოცნების“ შიგნით „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის ამტყდარ დაპირისპირებას.

„შეჭამეს“ თუ არა „რესპუბლიკელებმა“ თავიანთი პროდასავლური მესიანობით ქართველი ერი ისევე, როგორც თავის დროზე - ნაციონალებმა და შემდეგ უკვე „თავისუფალმა დემოკრატებმა“?!

ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

თუკირესპუბლიკელებიკოალიციას დატოვებენ, ეს პროდასავლური ორიენტაციის ცვლასთან უშუალო კავშირში იქნება?

- რას ნიშნავს პროდასავლური კურსი? თუ ეს ნიშნავს, პირველ რიგში, დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებს, მაშინ არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, რომ სექსუალურ უმცირესობას თავისუფალი აღლუმების საშულება და ერთსქესიან ადამიანებს_დაქორწინების უფლება მივცეთ. დასავლური ღირებულება, პირველ რიგში, ანტინეპოტისტურია, ნეპოტიზმი კი დღეს ყვავის როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“, ისე მთლიანად კოალიციაში. ამიტომ არ მესმის, „რესპუბლიკელებს“ რა მორალური უფლება აქვთ, ილაპარაკონ თავიანთ პროდასავლურობაზე. რა, პროდასავლურობა მხოლოდ ის არის, ვინც რუსეთს ყველაზე ხმამაღლა ლანძღავს, მაგრამ ისეთსავე ცხოვრების წესს აკანონებს? თუ გნებავთ, იმავე სამსახურეობრივ მოვალეობებთან, კეთილდღეობასთან მიმართებით ყველაფერი ისევეა, როგორც - რუსეთში. როგორც რუსეთში არიან ძმაკაცობაზე, მეგობრობაზე გადაგებულნი, ისე ჩვენთან არიან, და „რესპულიკელებიც“ ძალზე გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს. ამიტომ ჩვენთან პროდასავლური ვინ არის, არ ვიცი.

თავის დროზე პუშკინი წერდა, რუსეთში პროდასავლური მხოლოდ მთავრობააო, პუშკინი იმას გულისხმობდა, რომ რუსეთის მთავრობაში არისტოკრატები იყვნენ და ფრანგული უკეთ იცოდნენ, ვიდრე რუსული. რუსეთის მთელი მოსახლეობა კი პროდასავლური არ ყოფილა.

თქვენ პუშკინი ახსენეთ და ცნობილი ფაქტია, რომ პეტრე პირველმა ძლივს ასწავლა რუს ბოიარებს წვერის გაპარსვა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით პროდასავლურობა ცოტა სხვა რამეა. მით უმეტეს, ახლოვდება არჩევნები და ჩვენი პროდასავლურობა კარგი ტონია...

- ჩვენი მთავრობა არ არის პროდასავლური. ევროპაში სიარული ჩემს ხარჯზე, თქვენს ხარჯზე, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე განა შეიძლება? თვეში ხუთჯერ ევროპაში სეირნობა სულაც არ ნიშნავს პროდასავლურობას. მთავრობის პროდასავლურობა იცით, რა იქნებოდა? იმავე „რესპუბლიკელებს“ ხმა რომ ამოეღოთ, როცა ჩვენი უბედური მერი მშიერი ხალხის ფულს უხდის თავისი მეგობრის შვილს პარიზში წასასვლელად. უბედურია ეს მერი, რადგან შეიძლება მაგას არ ადარდებს, მაგრამ იცის, როგორ შევა ისტორიაში? მაგის მეხუთე თაობა, მაგის შვილთაშვილი თუ იტყვის, ნარმანია ვარო, ხელად შეეკითხებიან, ოდესღაც მერი რომ იყო, შენი ხომ არაფერიაო? მე არ ვარ ტრაიბოლიზმის მომხრე, მაგრამ არ შეიძლება, ერთი ეთნიკური ჯგუფის ხალხი ასარგებლო სიკეთეებით. კომუნისტებს კიდევ რაღაც ბალანსი ჰქონდათ. ბევრი მეგობარი მყოლია ებრაელიც, მეგრელიც, კახელიც და იმერელიც, მაგრამ მე რომ მეუბნებიან, გურული ხარ თუ იმერელი, ვეუბნები, თბილისელი ვარ-თქო. თუმცა ნარმანია ვერ გახდა თბილისელი. „რესპუბლიკელები“ ამაზე ხმას არ იღებენ. არადა, ეს პირველი ანტიდასავლური ნაბიჯია. ნარმანია არის თბილისის ცოცხალი ემბლემა, თუ როგორი არ უნდა იყოს ევროპელი მერი. ასევეა ბევრი მინისტრი.

რესპუბლიკელებსრომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, კოალიციაქართული ოცნებაგოგი თოფაძეს უფრო ადვილად შეელევა თურესპუბლიკელებს“? და კიდევ ერთი, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობსრესპუბლიკელებზე“. თუკი ეს მართლაც ორკესტრირებული შეტევაა, მაშინ ამ ორკესტრის დირიჟორი ვინ შეიძლება იყოს? ვინ მართავს ამ პროცესებს - ბიძინა ივანიშვილი?

- მაშინ ლევან ბერძენიშვილმა თქვას ყველაფერი. ლევან ბერძენიშვილს უფრო მეტი გამბედაობა ეყო მაშინ, როდესაც არჩევნების წინ აცხადებდა, რომ ივანიშვილის ადგილი მთავრობაში კი არა, საქართველოშიც არ არისო. მე არ წამიკითხავს ამის შესახებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე მედიაში ასეთი რამ გავრცელდა. ვინაიდან ჩვენთან ყველაფერი მოჩვენებითია - კეთილდღეობაც მოჩვენებითია, ხალხზე ზრუნვაც და პროდასავლურობაც, სწორედ ამ მოჩვენებითობას ეწირება ყველაფერი ნამდვილი. ჩვენი ნატოსთან დაახლოებაც, ასოცირების ხელშეკრულებაც მოჩვენებითია. ამიტომ „რესპუბლიკელები“ შანტაჟს მიმართავენ და „რესპუბლიკელების“ შანტაჟის ტყვეა მთელი მთავრობაც და პირველი - ივანიშვილიც.

ივანიშვილს რომ უფლება მისცე და არ ერიდებოდეს დასავლეთის რეაგირების, თხასავით გაწირავდა „რესპუბლიკელებს“. ვინაიდან „ოცნების“ გული თოფაძესთანაა, მაგრამ ცივი გონება, პრაგმატიზმი არის „რესპუბლიკელებთან“. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება, რომ არჩევანში თავისუფალი არავინაა. კი, იგივე ბიძინა ივანიშვილი თავისუფალია იმაში, რომ მინისტრად და მერად ვისაც უნდა, იმას დანიშნავს.

ერთ-ერთ ექსპერტს ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომმრეწველებიდარესპუბლიკელებიერთმანეთს რეალურად კი არ ექიშპებიან, არამედ ვიღაც მესამე, გადაწყვეტილების მიმღები მხარისთვის საუბრობენ ღიად, რათა მან დაინახოს მათი უპირატესობა და საპარლამენტო სიაში ან ერთი ჩასვას, ან მეორე.

- გამორიცხულია, ვინაიდან მშვენივრად იციან, რომ „რესპუბლიკელებს“ კონკურენტი არ ჰყავთ მომავალ პარლამენტში, სანამ ოფიციალური კურსი არის ნატო და ევროკავშირი. ეს კი არის ორი დიდი მითი. უკვე მოვიდა მაისის სამიტი და ყველამ იცის, რომ საქართველო მაპს ვერ მიიღებს, აპატურაიმ დემაგოგიური ანკესი გადმოგვიგდო, თქვენ კი არ უნდა მოითხოვდეთ მაპს, არამედ პირდაპირ წევრობა უნდა მოითხოვოთო. ეს ანკესიც გამიზნულია, რადგან, თუ მოვითხოვთ ნატოს წევრობას, 10-15 წლით გაჭიანურების საბაბი მიეცემათ. ხელად გვეტყვიან, ჩვენ კი გაძლევდით მაპს, მაგრამ თქვენ იუკადრისეთ, პირდაპირ წევრობა მოინდომეთ, რასაც მეტი დრო და მეტი შრომა სჭირდებაო. ამიტომ „რესპუბლიკელებს“ ვერავინ გაწირავს. თორემ რაც ხიდაშელმა გააკეთა საგარეჯოში არჩევნებზე, ეს ერთი-ერთზე ემთხვევა იმას, რასაც აკეთებდა შევარდნაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ გვიანდელ პერიოდში, როდესაც უკვე ერთსაც და მეორესაც უჭირდა პატიოსანი, დემოკრატიული გზით არჩევნებში გამარჯვება.

ეს იყო კლასიკა - შევარდნაძეც და ნაციონალებიც თავდაპირველად სუფთა დემოკრატიული არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს არ დასჭირვებიათ ხელისუფლებაში მოსვლა გაყალბებით, მაგრამ „ოცნებამ“ პირველივე ბარიერი ვერ გადალახა. რატომ იყო სიმბოლური საგარეჯოს არჩევნები? რადგან ის პირველი მწვავე არჩევნები იყო. ეს არ იყო საპრეზიდენტო ან მერის არჩევნები, როცა ჯერ კიდევ „ნაშთი ძველი დიდებისა“ თუ ნაშთი ძველი ნდობისა კიდევ არსებობდა. აქ რეალურად წაგებული არჩევნების მოგება მოინდომეს „რესპუბლიკელებმა“ და მოიგეს კიდეც. ამით უკვე ყველა წითელი ხაზი გადალახა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ოცნებამაც“. თანაც, უბედურება ის არის, რომ ეს ყველას ესმის -„რესპუბლიკელებსაც“, ივანიშვილსაც, მაგრამ იძულებულნი არიან, მოითმინონ.

თავიდანვე დაუშვებელი იყო, არ შეიძლება საქართველოში ოჯახური ტანდემი, ეს მაინც აღმოსავლეთია, არ არის ეს ევროპა, ამიტომ ცოლი და ქმარი ერთად გამორიცხულია, ან ცოლია ძლიერი და ქმარს აკეთებინებს, რაც უნდა, ან პირიქით, რაც ჩვენს შემთხვევაშია.

ოცნებისშეცდომა ის ხომ არ არის, რომ ამდენი საკვანძო თანამდებობა ჩამოურიგარესპუბლიკელებს? კულუარული ინფორმაციით, „რესპუბლიკელებიგამსვლელი ადგილების 20%- ითხოვენ. თუკი ასე მოხდა და საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მიუღებელირესპუბლიკელებიამდენ ადგილს მომავალშიც მიიღებენ, ესქართული ოცნებისთვისმომგებიანი იქნება?

- ეს წამგებიანი იქნება. სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ღიად ვაფიქსირებდი „რესპუბლიკელებისადმი“ ჩემს სიმპათიებს, როდესაც ეგენი ოპოზიციაში იყვნენ, რადგან ეს მართლაც იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა მტკიცე პრინციპები. სხვები თანამდებობის გამო ყველაფერს იკადრებდნენ. ეს მაინც ინტელექტუალების პარტია იყო. ვერავინ იტყვის თინა ხიდაშელი, მისი ქმარი, ძმები ხაინდრავები, ბერძენიშვილები წიგნის წაუკითხავნი არიან, მაგრამ მაგათ პოლიტიკურ ანატომიაში სადღაც აღმოჩნდა ხარვეზი, მათ ზომიერების გრძნობა დაკარგეს. ხშირად ვიგონებ ნაპოლეონის მაგალითს, ჩემზე ამბობენ, გენიოსია, 40 ბრძოლა მოიგოო, მაგრამ გენიოსი მე კი არ ვარ, გენიოსი ის არის, ვინც იცის ზომიერება, თორემ რა მინდოდა რუსეთშიო. მართლაც რა უნდოდა ნაპოლეონს რუსეთში?! „რესპუბლიკელებიც“ ასევე არიან.

მე მახსოვს, ხიდაშელი მინისტრი რომ გახდა, მაშინ ისეთი განცხადება გააკეთა თვით ზომიერმა და გაწონასწორებულმა დათო ბერძენიშვილმა, გავოცდი. მან პირდაპირ თქვა, ჩვენ ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წამყვანი ძალაო. მე არ მინდა ვთქვა, თავში აუვარდათ-მეთქი, ეს უხეში გამოთქმაა, ისინი არ იმსახურებენ ასეთ გამოთქმას, მაგრამ ზომიერების გრძნობამ უღალატა „რესპუბლიკელებს“. ახლაც კონფლიქტის რეალური მიზეზი ის იყო, რომ პარლამენტში უსაქმურად დატოვეს თინა ხიდაშელი. ამ ადამიანს არც ჭკუა აკლია და არც მოზღვავებული ენერგია, კარგად დაქოქილი ძრავასავით მუშაობს და ამ დროს დარჩა უსაქმოდ, არც კომიტეტი მისცეს. ერთი პერიოდი, საგამოძიებო კომიტეტს შეჰპირდნენ, შაშკინიც დაიბარა დაკითხვაზე, მაგრამ შაშკინმა არაფრად ჩააგდო. მართალია, ხიდაშელი ტელევიზიაში ხშირად ჩანდა, მაგრამ მაგის სიტყვას არ ჰქონდა ძალა, რადგან გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ ჰქონდა.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, ჩვენთან არიან რეტროგრადები და რეფორმატორებიო. თქვენი აზრით, „მრეწველებსადარესპუბლიკელებსგულისხმობს?

- თვითონ რომელია, ესაა გასარკვევი. ქუცნაშვილიც ივანიშვილის შავ კომპიუტერშია, ფრაქციის ლიდერი იყო და ერთხელ უკვე დაატოვებინეს თანამდებობა, შემდეგ უზაენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარი უთხრეს, ცოტა ხანს დაიბოღმა, ცოტა ხანს დისიდენტური პოზიციაც დაიკავა, შემდეგ, ეტყობა, აუხსნეს „კტო ხაზიაინ დომა“, ისიც ჭკვიანი ბიჭია, იურისტია, კარგად გაიგო, ვინ არის სახლში უფროსი და ახლა, როცა დადგა პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი, მიხვდა, რა ელის პარლამენტს გაღმა. რასაკვირველია, ქუცნაშვილი რეტროგრადებში გულისხმობდა ზურაბ ტყემალაძეს, გოგია თოფაძეს, მაგრამ თვითონ რომელ ბანაკშია? ივანიშვილის ბანაკი?! აი, მისი არჩევანი.

თქვენ ინტელექტუალები ახსენეთრესპუბლიკელებთანმიმართებით, თუმცა ბევრი საყვედურობს უსუფაშვილს 9 აპრილის შემდეგ პარტბილეთს აღებას. თავის მხრივ, უსუფაშვილმაც მიაგნო გამოსავალს და ფარისევლები უწოდა იმ ხალხს, ვინც 40 წლის განმავლობაში კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა და სწორედ 9 აპრილის შემდეგ დაიწყო მანდატების დახევა.

- ამ შემთხვევაში, სწორი იყო უსუფაშვილი. როგორც კასრში ღვინოს შეანჯღრევ და ზემოთ ამოვა ლექი, 9 აპრილის შემდეგაც ასე მოხდა. ვინც კომუნისტური რეჟიმის დროს თანამდებობით, პატივით, ორდენით სარგებლობდა, იგრძნო, სად უნდა შეევლო კუდში ხელი ხელსაყრელი მომენტისთვის. ახლა ზოგიერთები ცოცხალნი არიან, ასაკში არიან შესულნი და აღარ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ღირსებას არ მატებდა 9 აპრილის სულისკვეთებას. „რესპუბლიკელები“ მაშინ მართლაც განზე აღმოჩნდნენ. ეპიცენტრში მაშინ აღმოჩნდა ირაკლი წერეთლის პარტია, ზოგი მარგინალი იყო და ზოგიც მარგინალობის გზაზე იყო შემდგარი. პარლამენტში დღესაც არიან ასეთები. სხვათა შორის, პარლამენტში დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, რომლის ზედმეტი სახელიც იყო ქამელეონი.