ბარაკ ობამა გავლენას კარგავს

ბარაკ ობამა გავლენას კარგავს

ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-ჟურნალის „ასქმენის“ ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან ადამიანად, ცნობილი სატირიკოსი და ტელეწამყვანი – ჯონ სტიუარტი დასახელდა, ხოლო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამარცხვინო 21-ე ადგილი დაიკავა ყოველწლიურ რეიტინგში.

სტიუარტის და ობამას გარდა, ამერიკის ყველაზე გავლენიანთა რიცხვში: ბილ გეითსი (მე-2 ადგილი), მარკ ცუკერბერგი (მე-3) და მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო (მე-9) მოხვდნენ.

თუმცა, რა აკავშირებს მაურინიოს ამერიკასთან და რატომ უსწრებს იგი ობამას, ჟურნალის მკითხველისთვის უცნობია.