აშშ–ში ინტერნეტმეკობრეებს შეუტიეს

აშშ–ში ინტერნეტმეკობრეებს შეუტიეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ინტერნეტმეკობრეობა წმინდა წყლის ყაჩაღობაა.

მისი თქმით, ინტერნეტის საშუალებით ლიცენზირებული პროდუქციის უკანონოდ გავრცელება იგივეა, რაც მაღაზიის ვიტრინის გატეხვა და საქონლის მოპარვა.

გარდა ამისა, ბაიდენმა დაამატა, რომ ინტერნეტმეკობრეობის გამო ამერიკის ბიუჯეტი მილიარდობით დოლარით ზარალდება.

ვიცე-პრეზიდენტი დაჰპირდა მეკობრეობით დაზარალებულ საზოგადოებას, რომ ამერიკა გაზრდის ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც „პირატული“ ვებ-სერვერებია განთავსებული, რათა სამუდამოდ აიკრძალოს ინტერნეტმეკობრეობა.