პოლონელი ჰომოსექსუალი გულშემატკივრების მოთხოვნა

პოლონელი ჰომოსექსუალი გულშემატკივრების მოთხოვნა

პოლონელმა ჰომოსექსუალებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს 2016  წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს.

ფეხბურთის ფანები დახმარებას ითხოვენ, რათა სპეციალურად „ცისფერებისთვის”, სტადიონებზე, სადაც თამაშებია დანიშნული, ცალკე ტრიბუნა გამოიყოს, რათა სექსუალურმა უმცირესობებმა თავი დაცულად იგრძნონ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების მრავალრიცხოვან ფან-კლუბთა შორის, ფეხბურთის გეი-ქომაგთა კავშირი – „ტრიბუნის ცისარტყელები”, ყველაზე ემოციური გულშემატკივრობით გამოირჩევიან.