ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა შეადგინეს “ნისლიანი ალბიონის” ყველაზე მოდურად ჩაცმული მამაკაცების რეიტინგი.
ამ სიაში პირველი ადგილი დაიკავა “აგენტი 007”-ის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა დენიელ კრეიგმა.
მეორე პოზიცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, დევიდ კემერონს ერგო.
მსახიობი კლაივ ოუენი მესამე აღმოჩნდა.
დევიდ უილიამსი მეოთხეა, ჯად ლოუ მეხუთე, დევიდ ბექჰემი კი მეექვსე.
მოდურად ჩაცმული “ძლიერთა სქესის” წარმომადგენლების ათეულში პირველად მოხვდა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენელი. ეს პატივი პრინც ჰარის ერგო.