ჩინური ბანკების შემოსავლები გასამმაგდა

ჩინური ბანკების შემოსავლები გასამმაგდა

ჩინეთში საკრედიტო ბუმია. ამ ქვეყანაში ფინანსური წინსვლა ჯერ კიდევ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დაიწყო. საბანკო სექტორის შემოსავლები ამ ქვეყანაში ელვისებური სისწრაფით იზრდება, თუმცა ამან კრედიტების დაუბრუნებლობა და ამის გამო ჩინური ბანკების პირადი შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

ჩინური ბანკი  „ICBC“-ს შემოსავალმა გასული წლის მეორე ნახევარში 84,6 მილიარდი იუანი შეადგინა, რაც 12,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

ექსპერტები და ეკონომიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ICBC“-ს უკვე ზედიზედ მესამედ ეძლევა შანსი მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიან ბანკად დასახელდეს.

ექსპერტებმა ჩინური ბანკების წარმატების ძირითადი საიდუმლო ადვილად ამოხსნეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბანკები ხელისუფლების მითითებებს ასრულებენ და გაძლიერებულად ახდენენ ქვეყნის ეკონომიკის კრედიტირებას.

2015 წლის პირველი ნახევრიდან კრედიტების გაცემა სამჯერ გაიზარდა, რამაც შემოსავლების ზრდაც განაპირობა.