ცნობილი ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონის ყოფილმა ქმარმა, ასევე მომღერალმა ბობი ბრაუნმა ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული მოგონებების წიგნი გამოსცა. ამ მემუარებში ქალბატონი უიტნი მეტად ცუდ ფერებშია დახატული.
წიგნის სათაურია “სიმართლე, მხოლოდ სიმართლე” და მისი დიდი ნაწილი ჰიუსტონის ლაფში ამოსვრის მცდელობაა.
“უიტნი აქტიური ლესბოსელია და თავის ასისტენტ რობინ კროუფორდთან მრავაწლიანი სამიჯნურო ურთიერთობა გააჩნდა. ამ სასიყვარულო ისტორიამ თავის დროზე ამერიკულ “ყვითელ” პრესაშიც გაჟონა და მომღერლის რეპუტაციას საფრთხე დაემუქრა.
იმიჯის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა სასწრაფოდ გათხოვება და ბავშვის გაჩენა. ჰიუსტონის ანკესზე მე წამოვეგე. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემს მეუღლეზე მოარული ხმები, სპეციალურად გავრცელებული ჭორები მეგონა. საბედნიეროდ ნამდვილ რეალობას მალე მივხვდი და თვალებიც ამეხილა. ნუ გგონიათ უიტნი ჰიუსტონი უმწიკვლო ანგელოზი. ბედნიერი ვარ რომ მასთან აღარაფერი მაკავშირებს და ამ ცხოვრებაშიც საკუთარი გზით წავედი” –ასეთია ბობი ბრაუნის სიმართლე ყოფილი ცოლის შესახებ.