ნარკომანი ლინდსი ლოჰანი

ნარკომანი ლინდსი ლოჰანი

რამდენიმე ხნის წინ ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი გახდა, რომ პოპულარული მსახიობი ლინდსი ლოჰანი თურმე ნარკომანი ყოფილა.

ქალბატონი ლინდსი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც საკუთარი მანქანის საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. წესრიგის დამცველებმა მსახიობი დიაცი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და ჯიბეში კოკაინიც აღმოუჩინეს.

ლინდსი ლოჰანი დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს თავდებით, როცა მის სახელზე 30 ათასი დოლარი იქნა შეტანილი.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ლოჰანს ლოს-ანჯელესელ პოლიციელებთან ახლო ურთიერთობა უკვე ჰქონდა. მაშინ კინოვარსკვლავმა ავარია მოახდინა. ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ საჭეს ალკოჰოლური და ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა.

თავად მსახიობი სამართალთან დაკავშირებულ პრობლემებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. არც გაემტყუნება. ის კვლავ შეყვარებულია. მისი რჩეული ვინმე ადამ სუნია. ეს ჭაბუკი “გუჩის” ფირმაში ფოტომოდელად მუშაობს. ლოჰანის ოჯახმა მოიწონა მსახიობის არჩევანი. განსაკუთრებით კმაყოფილი კი ლინდსის დედიკოა, რომელიც დარწმუნებულია რომ მისმა ქალიშვილმა ბოლოს და ბოლოს ერთგული მეორე ნახევარი იპოვა.