გუშინ ცნობილი გახდა პრესტიჟული შვედური მუსიკალური ჯილდოს Polar Music Prize-ს 2011 წლის ნომინანტების ვინაობა.
სკანდინავიელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით ეს ჯილდო დაიმსახურა მომღერალმა და პოეტმა პატი სმიტმა, აგრეთვე სიმფონიურმა კვარტეტმა “Kronos Quarter”-მა.
ორივე ლაუერატს გადაეცემა ერთი მილიონი შვედური კრონა. (მიახლოებით 165 ათასი დოლარი). პრიზების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება.
Polar Music Prize დაარსდა 1989 წელს. მისი სულისჩამდგმელი ჯგუფი “ABBA”-ს მენეჯერი სტიგ ანდერსონი იყო. ამ საპატიო პრიზის პირველი მფლობელი ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი აღმოჩნდა, რომელსაც ჯილდო 1992 წელს გადაეცა.
გასულ წელს მისი ლაუერატები ისლანდიელი მიმღერალი ბიორკი და იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე აღმოჩნდნენ.
დაარსების დღიდან Polar Music Prize-ს მფლობელები შემდეგი მუსიკოსები იყვნენ: ელტონ ჯონი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ჯონი მიტჩელი, რეი ჩარლზი, სტივ ვონდერი, ბობ დილანი, რობერტ მუგი და ბი ბი კინგი.