სახელგანთქმული მსახიობი შერონ სტოუნი სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში თავისი ახალგაზრდა მეგობრის თანხლებით. 53 წლის შერონის მეგობარი 27 წლის ჩეიზ დრეიფუსია, რომელიც ასაკის გამო მსახიობს შვილად ერგება.
ამერიკული “ყვითელი” პრესის ინფორმაციით წყვილმა ერთმანეთი მიმდინარე წლის თებერვალში გაიცნო. ჭაბუკი სტოუნს საქველმოქმედო ფონდ “იმედის პლანეტის” საქმიანობაში ეხმარებოდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში მსახიობი ახალი ბოიფრენდის საზოგადოებაში არაერთხელ დააფიქსირეს.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შერონ სტოუნი მარტოხელა ადამიანის სტატუსით სარგებლობს. 2004 წელს ის დიდი ხმაურით გაეყარა გაზეთ “San Francisco Chronicle”-ის რედაქტორს ფილ ბრონშტეინს.
შერონ სტოუნს დღეისათვის სამი ბიჭუნა ჰყავს ნაშვილები. მსახიობი ზრდის თერთმეტი წლის როან ზეფს, ექვსი წლის ლეარდ ვონსა და ხუთი წლის კუინ კელის.