რიზ უიზერსპუნი ლიდერია

რიზ უიზერსპუნი ლიდერია

ცნობილი ამერიკელი მსახიობი რიზ უიზერსპუნი ქალ კოლეგათა შორის ყველაზე ძვირადღირებულია. მისი მიწვევა როლზე კინოკომპანიებს 15-დან 20 მილიონამდე დოლარი უჯდებათ.

ანჯელინა ჯოლი, რომლის ჰონორარი 20 მილიონ დოლარამდე მერყეობს, ამჯერად მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა კამერონ დიასი. მისი გასამრჯელო თითოეული ფილმისათვის საშუალოდ 15 მილიონი დოლარია.

მეოთხე ადგილი ნიკოლ კიდმანს ერგო. საინტერესოა, რომ ეს ქალბატონი ამ სიას გასულ წელს ლიდერობდა.

მომდევნო ადგილებზე იმყოფებიან რენე ზელვეგერი, სანდრა ბალოკი და ჯულია რობერტსი. მათი ჰონორარი 10-იდან 15 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

სიას აბოლოებენ დრიუ ბერიმორი, ჯოდი ფოსტერი და ჰოლი ბერი. ამ მსახიობებს როლისთვის 10-12 მილიონ დოლარს უხდიან.