დაუფასებელი ფილმები

დაუფასებელი ფილმები

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კინოს თემაზე მწერალმა ჟურნალისტებმა შეადგინეს კინოხელოვნების ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი ფილმების სია. ამ ჩამონათვალში შეტანილია ის სურათები, რომლებიც როგორც კრიტიკის, ისე - მაყურებლების მხრიდან, აშკარად მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ.

ყველაზე დაუფასებელი კინოფილმების სათავეში კინორეჟისორ სტენლი კუბრიკის დრამა „ფართოდ დახუჭული თვალებით“ მოექცა, რომელშიც მთავარ როლებს ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის იმ დროს ჯერ კიდევ ოჯახური წყვილი ასრულებდა.

ამ კინოსურათმა გაუსწრო კვენტინ ტარანტინოს „ჯეკი ბრაუნსა“ და ტერი გილიამის ფილმს „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“, ჯონი დეპისა და ბენისიო დელ ტოროს მონაწილეობით.

საერთო ჯამში, გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, კინოს ისტორიაში ყველაზე ცუდად შეფასებული და ნაკლებად დაფასებული ფილმების ათეულში შემდეგი სურათები შევიდნენ:

1. „ფართოდ დახუჭული თვალებით“
2. „ჯეკი ბრაუნი“
3. „შიში და სიძულვილილას-ვეგასში“
4. „ტვინ პიქსი: ცეცხლში“
5. „ვანილის ცა“
6. „სუპერმენი – 3“
7. „ჩემი სიძულვილისათი მიზეზი“
8. „უცნაური დღეები“
9. „1941“
10. „წყვიადი“